|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას სოლარიუმის შესახებ აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს,სოლარიუმი არ გამოიყენონ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა სოლარიუმის მოხმარებისას არსებული რისკებს განმარტავს და აცახდებს, რომ მზის ქვეყანაში სოლარიუმის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.  სტურუას თქმით, სოლარიუმის 35 წლამდე მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ გაცილებით მეტი რისკი აქვს განუვითარდეს მელანომა, კანის კიბო და თვალის სხვადასხვა დაავადება. მისივე განმარტებით, მელანომა არის კანის კიბოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ძალიან მწვავეა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება.

მომეტებული რისკის ქვეშ იმყოფებიან ღია ფერის კანისა და ღია ფერის თვალის მქონე ადამიანები.

ზოგიერთ ქვეყანაში სოლარიუმის მოხმარება არასრულწლოვნებში ან 35 წლამდე აკრძალულია. ასეთ ქვეყნებში საკითხი კანონმდებლობით კონტროლდება და ისევე როგორც, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევაში, სოლარიუმშიც მომხმარებლის ასაკით ინტერესდებიან.

 

 

 

წყარო:  ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა