|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არჩევნებში მონაწილეობის გამო, 11 ამომრჩეველს თითები დააჭრეს

თალიბებმა 11 ადამიანს თითები დააჭრეს - მათ ასე დასაჯეს ამომრჩევლები, რომლებმაც ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გაბედეს და სასურველ კანდიდატს ხმა მისცეს.
ბარბაროსული თავდასხმა ავღანეთის ქალაქ ჰერათში მოხდა. როგორც პოლიციელები ამბობენ, თავდასხმას 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 20 სამოქალაქო პირია. ამასთან, იერიშს 60 მებრძოლი შეეწირა.
თალიბანის წევრებმა ადგილობრივებს მოუწოდეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ. 
თალიბების გაღიზიანებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 2 პოლიტიკოსი - აბდულა აბდულაჰი და აშრაფ განი აჰმაძაი იწვევს. ორივე პოლიტიკოსი გეგმავს, რომ დასავლეთთან კავშირები გააუმჯობესოს.
ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 7-მა მილიონმა ავღანელმა მიიღო.
წყარო:ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა