|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საოჯახო ნივთებს შეწირული შემწეობა

ქუ­თა­ის­ში სი­ღა­რიბის ზღვარ­ზე მყოფი ოჯახები სა­არ­სებო შემ­წეობის პროგ­რა­მის ფარ­გლებს გა­რეთ რჩებიან. მა­თი გან­მარ­ტებით, კუთ­ვნი­ლი დახმა­რების შეწყვე­ტა ოჯახის­თვის  სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ვე­ლი სტა­ტუ­სის შე­ჩე­რებამ გა­მო­იწ­ვი­ა.

თა­ვის მხრივ, სტა­ტუ­სის შეწყვე­ტა საოჯახო,  პირ­ვე­ლა­დი და­ნიშ­ნუ­ლების  ნივ­თებს უკავ­შირ­დება.  მა­შინ რო­ცა, მიმ­დი­ნა­რე წლის თებერ­ვალ­ში სო­ცი­­ლუ­რი შემ­წეობის მი­სა­ღებად სა­ჭი­რო სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭების კრი­ტე­რი­­მების „გა­კე­თილ­შობილებაზე" იყო საუბარი.

„გთხოვთ,  რომ შევ­ქმნათ ახალი, ბევ­რად უფ­რო მოქ­ნი­ლი და ეფექ­ტი­­ნი სის­ტე­მა. რად­გან  ბევ­რად უფ­რო  მე­ტად გვინ­და ხალხს და­ვეხმა­როთ და ბევ­რად ნაკ­ლებს ვეხმა­რებით.  მთა­ვა­რი­ა, რომ ეს დახმა­რება სწო­რად გა­ნა­წილ­დეს. თქვენ ყოველ­დღი­­რი ურ­თი­ერ­თობა გაქვთ ამ ხალხთან. ამი­ტომ,  უნ­და უზ­რუნ­ველყოთ  ის, რომ ასე­თი ოჯახები არ და­­ჩაგ­როს უსა­მარ­თლოდ", - გა­ნუ­ცხადა პრე­ზი­დენ­ტმა  მიხეილ სა­­კაშ­ვილ­მა სა­მი თვის წინ სო­ცი­­ლუ­რი სა­­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებს და  შე­ფა­სების კრი­ტე­რიუ­მების გა­დახედ­ვა „მკაც­რად" მოსთხოვა. მა­შინ  პრე­ზი­დენ­ტმა ასე­ვე, ყურად­ღება გა­­მახვი­ლა იმ საოჯახო ნივ­თებზე, რომ­ლებსაც ეწი­რებიან რე­­ლუ­რად  სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯახები.

საქ­მე იმა­ში­ა, რომ  სო­ცი­­ლუ­რი მომ­სახურების აგენ­ტები, ამა თუ იმ ოჯახის ქო­ნებრი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ას ად­გილ­ზე მის­ვლით ავ­სებენ. სახლში მა­ცი­ვა­რის,  ტე­ლე­ვი­ზო­რის და მსგავ­სი პირ­ვე­ლა­დი საოჯახო მოხმა­რების ნივ­თების „აღ­მო­ჩე­ნის" შემთხვე­ვა­ში კი, პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნებულ ზღვრულ ქუ­ლა­ზე მეტს  ანი­ჭებენ.

ქუ­თა­ის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩის პირ­ველ შე­სახვევ­ში მცხოვ­რებ ფხაკა­ძეების ექ­ვსუ­ლი­ან ოჯახს უკ­ვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, სო­ცი­­ლუ­რი შემ­წეობის დახმა­რება აღარ მი­­ღი­ათ.  რო­გორც ფხაკ­აძეები გან­მარ­ტა­ვენ, დახმა­რება მე­ტა­ლოპ­ლას­­მა­სის ფანჯრებმა და კომ­პი­­ტერ­მა შე­­წი­რეს.  „სახლში წვი­მა შე­მოგ­ვდი­და. ჯერ ისე­დაც სარ­და­ფი­ვით სახლი გვაქვს და სა­ში­ნე­ მდგო­მა­რეობაში ვიყავით.  ჩემ­მა შვილ­მა გა­ჭირ­ვებით ფანჯრები ჩას­ვა და მა­გას გა­და­­ვაყოლეს. ეს მო­ნა­ცე­მები რომ ჩა­­ნიშ­ნეს და გა­და­აგ­ზავ­ნეს,  ის რა­ტომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ შე­მო­სა­ვა­ლი არ გვაქვს, - ამბობს ნა­ნუ­ლი ფხაკა­ძე.

ფხაკა­ძეების ექ­ვსსუ­ლი­­ნი ოჯახი ფუ­ლად დახმა­რებას 2007 წლი­დან 2010 წლამ­დე  ყოველ­თვი­­რად, 30 ლა­რის ოდე­ნობით იღებდა. იმ­დრო­ის­თვის ფხაკა­ძეების ოჯახის სო­ცი­­ლუ­რი მდგო­მა­რეობა 43 430 ქუ­ლით შე­ფას­და. თუმ­ცა, 2010 წელს, მა­თი სო­ცი­­ლუ­რი ფო­ნი სო­ცი­­ლუ­რი აგენ­ტების მი­ერ შე­ფა­სებული ქუ­ლების გათ­ვა­ლის­წი­ნებით მკვეთ­რად „გა­უმჯობეს­და". ამ­დრო­ის­თვის დახმა­რების გა­სა­ცე­მად ზღვრუ­ლი სა­რე­­ტინ­გო ქუ­ლა 0-დან 57 000-მდე­ა.

„სო­ცი­­ლურ სა­­გენ­ტო­ში მი­სულს მითხრეს,  რომ მა­ღა­ლი ქუ­ლები მქონ­და. ეს გამ­დიდ­რების ნიშ­ნავ­სო. თურ­მე, ისე გავ­მდიდ­რებულ­ვარ, რომ ვერც გა­მი­გი­ა. მა­შინ, რო­ცა წამ­ლის ფუ­ლი არა მაქვს. მახსოვს, ტე­ლევ­იზი­ით პრე­ზი­დენ­ტმა  რომ გა­მო­აცხადა - საოჯახო  ტექ­ნი­კა არა­ფერ შუ­­ში არ არის, თუ­კი შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვს ოჯახსო. ჩვენ გვატყუებენ ესე­ნი, თუ პრე­ზიდ­ნეტს? ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე", - გან­მარ­ტავს ნა­ნუ­ლი ფხაკა­ძე.

სო­ცი­­ლუ­რი მომ­სახურების სა­­გენ­ტოს ქუ­თა­­სის მომ­სახურების ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს სო­ცი­­ლურ პროგ­რა­მა­ში, შე­ფა­სების კრი­ტე­რი­­მების გა­დახალი­სების შე­დე­გად, საბჭო­­რი წარ­მოების საოჯახო ნივ­თები არის ამო­ღებული. რო­გო­რიც არის საბჭო­­რი წარ­მოების ტე­ლე­ვი­ზო­რი, მტვერ­სას­რუ­ტი, ტოს­ტე­რი,  მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი და კომ­პი­­ტე­რი და ა.შ. „მაგ­რამ თუ­კი ოჯახს აქვს იმის სა­შუ­­ლება, რომ სახლში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ოები გა­ნახორ­ცი­­ლოს, მა­შინ, ამ პროგ­რა­მით მი­ღებული  30 ლა­რი ვფიქ­რობ, დიდ რა­მეს არ უწყვეტ­დეს. მა­შინ რო­ცა, გვყავს ისე­თი გა­ჭირ­ვებული ოჯახები, რომ­ლებსაც გა­მოკ­ვების სა­შუ­­ლებაც კი არ აქვთ. ასეთ შემთხვე­ვა­ში, რა­საკ­ვირ­ვე­ლი­ა,  დახმა­რება ამ უკა­ნას­კნელ­ზე გა­­ცე­მა", - ამბობს  სო­ცი­­ლუ­რი მომ­სახურების სა­­გენ­ტოს ქუ­თა­­სის მომ­სახურების ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხათუ­ნა ცა­ნა­ვა. თუმ­ცა, გან­მარ­ტავს, რომ თუ­კი ოჯახი არ ეთანხმება მი­ღებულ გა­დაწყვე­ტი­ლებას და მი­იჩ­ნევს, რომ ეს კონ­კრე­ტუ­ლი დახმა­რება მას ეკუთ­ვნის: „მა­შინ მოგ­ვმარ­თონ განცხადებით და ჩვე­ნი სამ­სახურის წარ­მო­მად­გე­ნე­ლები კი­დევ ერთხელ მი­­კითხავენ სახლებში მა­თი ოჯახის სო­ცი­­ლუ­რი მდგო­მა­რეობის შე­სა­მოწ­მებლად," - ამბობს ხათუ­ნა

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა