|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინეთში 3D პრინტერით შექმნილი სახლების გამოფენა გაიმართა

ჩინეთის პროვინცია ჯიანგსუში 3D პრინტერით შექმნილი სახლების  გამოფენა გაიმართა. ერთ-ერთი შენობის სიმაღლე ხუთი სართული. ამის შესახებ The Daily Mail წერს.

რინტერი საშუალებას იძლევა დაამზადოს  6.4 მეტრი სიმაღლის, 9.75 მეტრი სიგანისა და 152,4 მეტრის სიგრძის ნაგებობები. ნაგებობის შექმნისთვის კი სამშენებლო ნარჩენები, მინა, ლითონი და ცემენტი გამოიყენება.

პირველი ასეთი ობიექტები 2014 წლის მარტკომპანიაში "Shanghai WinSun Decoration Design Engineering" პრინტერის საშუალებით შეიქმნა. თითოეული ობიექტის ფასი 3.1 ათასი ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

გამოფენაზე წარმოდგენილ ნაგებობებს შორის ყველაზე პატარა მოცულობის შენობა 100 ათასი ფუნტი ღირს. მაღალი ფასის მიუხედავად, კომპანიამ ასობით შეკვეთა მიიღო, მათ შორის ეგვიპტის მთავრობისგან. შენობის შექმნას დაახლოებით ერთი დღე-ღამე სჭირდება.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა