|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩინელმა ბიზნესმენმა 6400 თანამშრომელი 4-დღიან შვებულებაში წაიყვანა

ჩინურმა კომპანიამ 6400 თანამშრომელი 4-დღიან შვებულებაში თავად წაიყვანა. მათ 140 სასტუმროს და 4700 ნომრის დაჯავშნა მოუწიათ.

Tiens Group-ის თანამშრომლები ჩინელმა ბიზნესმენმა ლი ჯინიუანმა შეკრიბა. აღნიშნული საფრანგეთში განცორციელებული ტურებიდან,  ყველაზე დიდი ჯგუფური ტურია. 4-დღიანი ტურის განმავლობაში მოსალოდნელია რომ ჯგუფი, ნიცაში და პარიზში 13 მილიონს დახარჯავს სასტუმროებზე, საკვებზე და ექსკურსიებზე რომელიც ლუვრის მონახულებასა და მულენ რუჟის კაბარეს შოუს დასწრებას ითვალისწინებს.

პარასკევს, 147-მა ავტობუსმა ჯგუფი, თავიანთი სასტუმროებიდან ნიცაში გაამგაზვრა სადაც მათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ადამიანებისგან შემდგარი სიტყვა „ტიენური ოცნება არის ნიცა“ დახატეს.

TIENS Group დაფუძნდა 1995 წელს, ჩინეთში , ქალაქ ტიანძინში , მისი დამფუძნებელია ბ-ნი ლი ჯინ იუანი.საერთაშორისო ბაზარზე თავისი ექპანსია დაიწყო 1997 წელს. დღეს კომპანია წარმოადგენს მრავალეროვან კონგლომერატს, რომლის საამაყო აქტივებია სავაჭრო საქმიანობა, ფინანსები და უძრავი და მოძრავი ქონება. მთელი თავისი მოღვაწეობის მანძილზე ტიენსმა ქველმოქმედებაში ჩადო 1,5 მილიარდი დოლარი მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

კომპანია საქართველოშიც ფუნქციონირებს.


წყარო: ipress.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა