|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა მოთხოვნებს აწესებს საქართველოს კანონმდებლობა გარდამავალი პერიოდისთვის?

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს 20 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა კი 21 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა, საზოგადოებაში კვლავაც ბევრი კითხვა არსებობს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვასთან, პარლამენტის ადგილსამყოფელთან, მთავრობის ფორმირებასთან, საკანონმდებლო პროცესთან და თანამდებობის პირების იმპიჩმენტის პროცედურებთან დაკავშირებით. ზოგადად, რა მოთხოვნებს აწესებს საქართველოს კანონდმებლობა გარდამავალი პერიოდისთვის? აღნიშნულ საკითხებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურისტი, გიორგი ჭიქაბერიძე განმარტავს.

საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის ადგილსამყოფელი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან  საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი.

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით კონსტიტუციის შესწორება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა (არანაკლებ 100 ხმა). შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელად საქართველოს დედაქალაქის - თბილისის კვლავ განსასაზღვრვად საჭიროა არანაკლებ 100 პარლამენტარის მხარდაჭერა.

პარლამენტის პირველი სხდომა: საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს არჩევნებიდან 20 დღის განმავლობაში. პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობაახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ხსნის საქართველოს პრეზიდენტი. სხდომას ესწრება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს უხუცეს პარლამენტის წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას.      

მთავრობის ფორმირება:  საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა შეარჩიოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2012 წლის 10 ოქტომბრის  განკარგულებით  დაკმაყოფილდა საქართველოს მოქმედი მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე. ამავე განკარგულების საფუძველზე, მასვე დაეკისრა მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის დანიშვნამდე. შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტმა არაუგვიანეს 17 ოქტომბრისა უნდა შეარჩიოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა.

დღეს გამართული ბრიფინგიდან ცნობილია გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, ივანიშვილს აქვს 10-დღიანი ვადა, რომ პრეზიდენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინოს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით 10 დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მთავრობის წევრების კანდიდატურებისაქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შერჩევის, ხოლო პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს მთავრობის წევრების კანდიდატურის შერჩევის შემდეგ 3 დღის ვადაში  საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა ნდობის მისაღებად.

პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში. ვინაიდან მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ იგი არ ჩაერევაქართული ოცნებისმიერ მთავრობის ფორმირებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო შემადგენლობა უპრობლემოდ მიიღებს ნდობას.

საკანონმდებლო საქმიანობა: საქართველოს ახალარჩეულმა პარლამენტმა  კანონპროექტი ან დადგენილება, რომ მიიღოს საჭიროა მას მხარი დაუჭიროს დამსწრეთა უმრავლესობამ, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის (სრული შემადგენლობა 150 ხმა) ერთი მესამედისა (არანაკლებ 50 ხმა), თუ კონსტიტუციით არ არის განსაზღვრული კანონპროექტის ან დადგენილების მიღების სხვა წესიორგანული კანონის მისაღებად საჭიროა, რომ   მას მხარი დაუჭეროს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. ხოლო კონსტიტუციის შესწორება მიღებულად ჩაითვლებათუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა  (არანაკლებ 100 ხმა).  პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი 7 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტსპრეზიდენტი 10 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს.   თუ პრეზიდენტი დააბრუნებს კანონპროექტს, პარლამენტი კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც ამ სახით კანონპროექტისათვისაა დადგენილი. თუ შენიშვნები მიღებულია, კანონპროქტის საბოლოო რედაქცია გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც 7 დღის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს მასთუ პარლამენტმა არ მიიღო პრეზიდენტის შენიშვნები, კენჭი ეყრება კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას. კანონი ან ორგანული კანონი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ სამმა მეხუთედმა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის სიით შემადგენლობა იქნება  147 დეპუტატი ("ქართული ოცნებიდან" სამი მაჟორიტარი დეპუტატის მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში). შესაბამისად საქართველოს ახალარჩეულ პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად დასჭირდება საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერაც.

იმპიჩმენტის საკითხები: საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პარლამენტს  შეუძლია თანამდებობიდან გადააყენოს პრეზიდენტი, თუ:

) კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით;

) სახელმწიფოს ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები დადასტურებულია უზენაესი სასამართლოს დასკვნით.

საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (არანაკლებ 50 ხმა). საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა უზენაეს სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოსთუ უზენაესმა სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა პრეზიდენტის ქმედობაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ან საკონსტიტუციო სასამართლომ - კონსტიტუციის დარღვევა, დასკვნის განხილვის შემდეგ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით (არანაკლებ 76 ხმა) იღებს გადაწყვეტილებას, რომ კენჭისყრაზე დაისვას იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან პრეზიდენტის გადაყენების საკითხი. პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორმა მესამედმა( არანაკლებ 100 ხმა).

თუ 30 დღის ვადაში პარლამენტმა არ მიიღო გადაწყვეტილება, საკითხი მოხსნილად ითვლება და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელია იმავე ბრალდების წარდგენადაუშვებელია პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდების პარლამენტში განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის ან ომის დროს.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მთავრობის წევრების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კონსტიტუციის დარღვევისას ან/და დანაშაულის ჩადენისათვის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს  (არანაკლებ 50 ხმა).

საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა უზენაეს სასამართლოს ან საკონსტიტუციო სასამართლოსთუ უზენაესმა სასამართლომ თავისი დასკვნით დაადასტურა  დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ან საკონსტიტუციო სასამართლომ - კონსტიტუციის დარღვევა, მაშინ დასკვნის მიღების შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით  პარლამენტი უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი თანამდებობის პირები.

პარლამენტის დათხოვნა: საქართველოს პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, თუმცა ამის გაკეთება მას არ შეუძლია საპარლამენტო არჩევნებიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ბოლო 6 თვის ვადაში. იმის მიხედვით, თუ 2013 წლის ოქტომბრის რომელ რიცხვში დაინიშნება საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა 2013 წლის გაზაფხულზე აღმოჩნდეს ისეთი რამდენიმე დღე ან კვირა, როდესაც პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება დაითხოვოს პარლამენტი. მაგრამ მსგავსი უფლებამოსილების განხორციელება პრეზიდენტს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით

ავტორი: ნიუპრესი