|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფარულად გასხვისებული სკვერების მიღმა მერიის ინტერესი იმალება?

სკვე­რის სტა­ტუ­სის მიღ­მა აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ფა­რუ­ლად გასხვი­სებული ტე­რი­ტო­რიები, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ტა­ნი­ლი  უპა­სუხო განცხადებები და გასხვი­სების საქ­მე­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ინ­ტე­რე­სები - ამ­გვა­რია ვი­თა­რება, რო­მე­ლიც ქუ­თა­ი­სის ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ბალან­სზე არ­სებული ქო­ნების სა­ეჭ­ვო ვი­თა­რებაში გასხვი­სებას უკავშირდება.

ქუ­თა­ის­ში, ბუკი­ას ქუ­ჩა­ზე, ზვი­ად გამ­სახურ­დი­ას გამ­ზირ­სა და ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე არ­სებული სკვე­რების გასხვი­სების შე­სახებ მო­ქა­ლა­ქეებმა მას შემ­დეგ გა­­გეს, რაც ტე­რი­ტო­რი­ის ახალი მფლობელი  ად­გილ­ზე მი­ვი­და და იქ მცხოვ­რებლებს სკვე­რის ად­გი­ლას ახალი მშე­ნებლობის დაწყების შე­სახებ გა­ნუცხადა.

რო­გორც მო­ქა­ლა­ქეებისა­გან ირ­კვე­ვა, თი­თო­ე­უ­ლი სკვე­რის გასხვი­სება ერ­თი და იმა­ვე პრინ­ცი­პით  ხდება. კერ­ძოდ,  ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობას  სკვე­რი სკვერ­თა ნუსხაში არ შეჰყავს, ტე­რი­ტო­რია ფა­რუ­ლად სხვის­დება, ხოლო ახალი მფლობელები ისე­თი ადა­მი­ა­ნები არი­ან, რომ­ლებსაც მა­თი განცხადებით, ტე­რი­ტო­რი­ის შე­ძე­ნის  ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებლობა არ აქვთ.

ტე­რი­ტო­რიებისათ­ვის სკვე­რის სტა­ტუ­სის არ­მი­ნი­ჭებას მო­ქა­ლა­ქეები იმით ხსნი­ან, რომ კა­ნონ­მდებლობით, სკვე­რი ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ისეთ ქო­ნებას მი­ე­კუთ­ვნება, რომ­ლის გაყიდ­ვა და­უშ­ვებელი­ა.

ქუ­თა­ის­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის №51-ში მდებარე ხუთ­სარ­თუ­ლი­ა­ნი  კორ­პუ­სის მცხოვ­რებლებმა გა­სულ კვი­რას პრო­კუ­რა­ტუ­რას განცხადებით მი­მარ­თეს. ისი­ნი სა­გა­მო­ძიებო ორ­გა­ნო­სა­გან ბინის წინ არ­სებული ტე­რი­ტო­რი­ის ეტა­პობრი­ვად გასხვი­სების სა­კითხის შეს­წავ­ლას ითხოვენ.

„უკ­ვე ორი წე­ლია ქა­ლა­ქის მე­რი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სკვე­რად და­რე­გის­ტრი­რებას ვთხოვთ, თუმ­ცა აჭი­ა­ნუ­რებენ და გვეუბნებიან, ვა­და გვაქვს ერ­თი თვე­ო. ეს სკვე­რი 3 000 ლა­რად ისეთ კაც­ზე გა­ასხვი­სეს, რო­მელ­საც მთე­ლი ქუ­თა­ი­სის  ვა­ლი აქვს და მო­ვა­ლეები მო­საკ­ლა­ვად დას­დე­ვენ. მე­რი­ამ ყვე­ლა­ფე­რი ფა­რუ­ლად გა­ა­კე­თა. აუქ­ცი­ო­ნი ისე გა­ი­მარ­თა, მას­ში ერ­თი ადა­მი­ა­ნის  მე­ტი არ მო­ნა­წი­ლეობდა," - ამბობს ჭავ­ჭა­ვა­ძის №51-ში მდებარე კორ­პუ­სის მცხოვ­რები მა­დო­ნა ბენი­ძე.

მო­სახლეობამ წე­რი­ლით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავმჯდო­მა­რეს და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­საც მი­მარ­თა. სა­კა­ნონ­მდებლო ორ­გა­ნო­დან მათ უპა­სუხეს, რომ ქა­ლა­ქის მე­რი­ი­დან შე­საბამი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია უკ­ვე გა­მოთხოვი­ლი­ა.  ვიდ­რე სა­დაო ტე­რი­ტო­რი­ის ბედი გა­დაწყდება, მო­სახლეობამ უკე იცის, რომ მი­წის ახალი მე­პატ­რო­ნე ად­გილ­ზე  სა­სო­სი­სე­სა და მარ­კე­ტის აშე­ნებას გეგ­მავს. 

ანა­ლო­გი­ურ ვი­თა­რებაზე საუბრობენ ქუ­თა­ის­ში, ბუკი­ას ქუ­ჩა №3-ში  მცხოვრებლები. მა­თი სკვე­რიც ად­გი­ლობრივ­მა თვით­მმარ­თვე­ლობამ სკვე­რის სტა­ტუ­სის გა­რე­შე მო­სახლეობისა­გან ფა­რუ­ლად  გა­ასხვი­სა. აღ­ნიშ­ნულ კორ­პუს­ში მცხოვ­რებლების თქმით, ტე­რი­ტო­რი­ის ახალი მე­პატ­რო­ნე მათ ჯერ ეუბნებოდა, რომ  სკვე­რის შე­სა­ძე­ნი ფუ­ლი არ ჰქონ­და, ხოლო შემ­დეგ მო­საზ­რება შეც­ვა­ლა და გა­ნაცხადა, რომ ფუ­ლი ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და.

მო­ქა­ლა­ქეები ვა­რა­უ­დობენ, რომ სკვე­რების გასხვი­სების საქ­მის უკან ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის ჩი­ნოვ­ნი­კები  დგა­ნან. რომ­ლებიც სა­კუ­თა­რი მიზ­ნებიდან გა­მომ­დი­ნა­რე, ტე­რი­ტო­რიების ოფი­ცი­ა­ლურ მე­სა­კუთ­რეებად არ რე­გის­ტრირ­დებიან.

აღ­ნიშ­ნულ მო­საზ­რებას იზი­ა­რებს პარ­ტია „თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს"  იმე­რე­თის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გო­გი წუ­ლა­ი­ა. წუ­ლა­ი­ამ ქუ­თა­ის­ში, გამ­სახურ­დი­ას გამ­ზირ­ზე სკვე­რის ტე­რი­ტო­რი­ის  გასხვი­სების თაობაზე პრო­კუ­რა­ტუ­რას რამ­დე­ნი­მე თვის წინ განცხადებით მი­მარ­თა, თუმ­ცა პა­სუხი დღემ­დე არ მი­უ­ღი­ა. 

„რა თქმა უნ­და მე­რი­ას აწყობს ასე­თი რამ, რომ ქო­ნება მის­მა ჩი­ნოვ­ნი­კებმა  ჩა­იგ­დონ ხელ­ში. ამ ეჭვს ის გა­რე­მოებაც  ამყარებს, რომ გასხვი­სებული  სკვე­რების მე­პატ­რო­ნეები  ისე­თი ადა­მი­ა­ნები ხდებიან, რომ­ლებსაც ვა­ლები აქვთ და  სახლში საჭ­მლის მი­სა­ტა­ნი ფუ­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ. პრო­კუ­რა­ტუ­რა კი ამ სა­კითხით არ ინ­ტე­რეს­დება. სის­ტე­მა­ში ისევ ძვე­ლი კად­რები რჩებიან და „ნა­ცი­ო­ნა­ლების" გა­ფუ­ჭებულს ისევ „ნა­ცი­ო­ნა­ლები" ხომ არ გა­მო­ი­ძიებენ?,"  - ამბობს წუ­ლა­ი­ა.

ქუ­თა­ის­ში, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს საოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ქო­ნების გასხვი­სებას­თან და­კავ­ში­რებით დაახლოებით ერ­თი თვის წინ და­ი­კითხა იმე­რე­თის ყოფი­ლი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რი გო­ჩა თევ­დო­რა­ძე. თუმ­ცა თევ­დო­რა­ძე სკვე­რების საქ­მეს­თან კავ­შირს უარყოფს და ამბობს, რომ  „მე რომ ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რი ვიყავი,  იმ­დე­ნი ხანი ადა­მი­ა­ნი წყალ­ში ჩაყვი­ნთუ­ლი ძლებს.  სკვე­რების გასხვი­სება ად­გი­ლობრივ თვიმ­მარ­თვე­ლობას ეხება და მას­ზე არ­ფე­რი მსმე­ნი­ა," - ამბობს თევ­დო­რა­ძე.

თა­ვის მხრივ, ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში ირ­წმუ­ნებიან, რომ მე­რია სკვერს არა­ვი­თარ შემთხვე­ვა­ში არ გა­ასხვი­სებდა. მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სახურის უფ­რო­სის ვა­სილ მებურიშ­ვი­ლის თქმით, თუ სკვე­რად მიჩ­ნე­უ­ლი რო­მე­ლი­მე ტე­რი­ტო­რია და­უ­რე­გის­ტრი­რებელი აღ­მოჩ­ნდა, ეს იმით იქ­ნება  გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი დიდ შრო­მა­სა და ხარჯებთან არის და­კავ­ში­რებული.

„ყვე­ლა სკვერს აქვს თა­ვი­სი დო­კუ­მენ­ტა­ცია და თუ რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქე მე­რი­ას ტე­რი­ტო­რი­ის შე­ძე­ნის სურ­ვი­ლით მი­მარ­თავ­და, ეს აუ­ცი­ლებლად გა­მოჩ­ნდებოდა. ვე­რა­ვინ ვერ შეძ­ლებს  იმ დო­ნე­ზე შექ­მნას დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა, რომ სკვე­რი გა­ასხვი­სოს. ვინ რა იყიდა ან რო­გორ იყიდა, ამის შე­სახებ მე ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ," - ამბობს მებურიშ­ვი­ლი.

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში ასე­ვე უარყოფენ ინფორმაციას, რომ გაყიდუ­ლი სკვე­რების უკან მა­თი ჩი­ნოვ­ნი­კები დგა­ნან და აცხადებენ, რომ თუ ვინ­მე ტე­რი­ტო­რი­ის  შე­ძე­ნას მო­ინ­დო­მებს, ვერ და­უშ­ლი­ან.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა