|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურის მიერ „შეკერილი" საქმე ადვოკატის გამოძიებამ დაშალა

სა­მი წლის წინ ქუ­თა­ის­ში მომხდა­რი ყაჩა­ღობის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებმა სა­მი პი­რი და­ა­კა­ვეს. საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე კი­დევ ერ­თი პი­რის მიკ­ვლე­ვა ძა­ლოვ­ნებმა ვერ შეძ­ლეს. მიუხედა­ვად ამი­სა, საქ­მე  ცხელ კვალ­ზე გახსნი­ლად გა­მოცხად­და. თუმ­ცა, წლების შემ­დეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ერ და­დებული მტკი­ცებულებების ობიექ­ტუ­რობა ეჭ­ვქვეშ დაც­ვის მხარის გა­მო­ძიებამ დააყენა.  რომ­ლის მიხედ­ვით, ყაჩა­ღობის საქ­მე­ში დამ­ნა­შა­ვეები პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­კუ­თა­რი შეხედუ­ლებით შე­არ­ჩი­ა, ხოლო და­ზა­რა­ლებულებს ჩვე­ნებები ასე­ვე, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სების გათ­ვა­ლის­წი­ნებით და­ა­წე­რი­ნა. 

ყაჩა­ღობა, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი მარ­თლმსაჯულების ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერ­თი რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე გახდა,  2010 წლის 5 იან­ვარს, ქუ­თა­ის­ში, თაბუკაშ­ვი­ლი­სა და ავან­გარ­დის და­სახლებების კვე­თა­ზე მოხდა.

აღ­ნიშ­ნულ ად­გი­ლას  სა­ღა­მოს სა­ა­თებში, თაბუკაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდებარე ინ­ტერ­ნეტ კა­ფე­ში მო­მუ­შა­ვე გო­გო­ნები დააყაჩა­ღეს. მძარ­ცვე­ლებმა ორი გო­გო­ნას­გან ოქ­როს სამ­კა­უ­ლები წა­ი­ღეს.

ძა­ლოვ­ნებმა ძარ­ცვა­ში მო­ნა­წი­ლე ოთხი პი­რი­დან სა­მი - და­ვით ქობულა­ძე, თორ­ნი­კე ხუცი­ძე და ზუ­რაბ ურ­თმე­ლი­ძე  მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რები ინ­ტერ­ნეტ კა­ფის ხში­რი სტუმ­რები იყვნენ.  თი­თო­ე­ულს სა­სა­მარ­თლომ ცხრაწ­ლი­ნახევ­რით თა­ვი­სუფ­ლების აღ­კვე­თა მი­უ­საჯა. მსჯავ­რდებულები სასჯელს უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია ქუ­თა­სის მე­ო­რე ციხეში იხდი­ან.

და­კა­ვებულების ოჯახის წევ­რები გა­მო­ძიების ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას თა­ვი­დან­ვე უნ­დობლობას უცხადებდნენ. ამი­ტომ,  ერთ-ერ­თი პა­ტიმ­რის და­ვით ქობულა­ძის ყოფილ­მა ად­ვო­კატ­მა ყაჩა­ღობის საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან და­მო­უ­კი­დებლად გა­მო­ი­ძი­ა.

ქობულა­ძის ოჯახის წევ­რების თქმით, ძიების შე­დე­გად საქ­მე­ში ახალი გა­რე­მოებები და მოწ­მეები გა­მო­იკ­ვე­თა. კერ­ძოდ, საქ­მე­ში კი­დევ ერ­თი და­ზა­რა­ლებული  გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც ად­ვო­კა­ტის განცხადებით პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ დრომ­დე  მა­ლავ­და.

და­ვით ქობულა­ძის ამჟამინ­დე­ლი ად­ვო­კა­ტი, თე­მურ მესხი საქ­მის იმ გა­რე­მოებებზე საუბრობს, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ერ და­დებულ ოფი­ცი­ა­ლურ მტკი­ცებულებებს ეწი­ნა­აღ­მდე­გება.

„და­ზა­რა­ლებული გო­გო­ნებიდან ერთ-ერ­თი ამბობს, ყაჩა­ღი ამო­ვი­ცა­ნი, რად­გან ნი­ღაბი ჩა­მო­ე­წი­ა­ო. ჩვენს მი­ერ აღ­მო­ჩე­ნი­ლი მოწ­მის ჩვე­ნების მიხედ­ვით,  ძარ­ცვის დროს ისი­ნი პირ­ქვე და­ამხეს, მძარ­ცვე­ლებს ყვე­ლას ნიღბები ეკე­თათ, ხოლო და­ზა­რა­ლებულებს თა­ვის აწე­ვის სა­შუ­ა­ლება არ ჰქონ­დათ. უფ­რო მე­ტიც, მოწ­მე ამბობს, თა­ვი რომც აგ­ვე­წი­ა, გარ­შე­მო ისე­თი  სიბნე­ლე იყო, ვე­რა­ფერს და­ვი­ნახავ­დი­თო. გარ­და ამი­სა, ჩემს სახელ­ზე ქუ­თა­ი­სის მე­ო­რე ციხეში მყოფ­მა  ერთ-ერ­თმა მსჯავ­რდებულ­მა გა­მო­აგ­ზავ­ნა წე­რი­ლი. პა­ტი­მა­რი ჩემ­თან შეხვედ­რას ითხოვს. ამბობს, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლი და­კა­ვებულ ბიჭებს არ ჩა­უ­დე­ნი­ათ,  სხვამ ჩა­ი­დი­ნა­ო. თუმ­ცა ციხის ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ პა­ტი­მარ­თან შეხვედ­რის უფ­ლებას არ მაძ­ლევს," - ამბობს ად­ვო­კა­ტი.

თე­მურ მესხის თქმით, მი­სი დაც­ვის ქვეშ მყოფი პი­რები ციხეში უდა­ნა­შა­უ­ლოდ სხედან. თუმ­ცა მი­სი თქმით, საქ­მე­ზე სა­მარ­თლებრი­ვად სწო­რი რე­ა­გი­რება რომ მოახდი­ნონ, მა­შინ­დე­ლი მო­სა­მარ­თლე, პრო­კუ­რო­რი და გა­მომ­ძიებელი ყვე­ლა უნ­და და­ი­ჭი­რონ.

ად­ვო­კა­ტი და­კა­ვებულების გა­თა­ვი­სუფ­ლების ორ გზას ხედავს. მესხის თქმით, ის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმ კო­მი­სი­ის შექ­მნას ელო­დება, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნო გა­ნა­ჩე­ნების გა­და­სინჯვა­ზე იმუ­შა­ვებს.

პა­ტიმ­რების გა­თა­ვი­სუფ­ლების მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი კი, ახლად­გა­მოვ­ლე­ნი­ლი გა­რე­მოებების გა­მო სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­სათ­ვის გა­ნა­ჩე­ნის გა­უქ­მების თხოვ­ნით მი­მარ­თვა­ა. თუმ­ცა ად­ვო­კა­ტი ვა­რა­უ­დობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა მის მი­ერ დაშ­ვებული შეც­დო­მის გა­მომჟღავ­ნებას არ და­უშ­ვებს. ამის მა­გა­ლი­თად, ად­ვო­კა­ტი და და­ვით ქობულა­ძის ოჯახის წევ­რები და­კა­ვებულების საქ­მე­ზე მყოფი პრო­კუ­რორ-გა­მომ­ძიებლების (პრო­კუ­რო­რები - ირი­ნა მჟავი­ა, ვა­ნო კუხალაშ­ვი­ლი, გა­მომ­ძიებლები - გე­ლა ჭე­ლი­ძე და ილია კოხრე­ი­ძე) მი­ერ ციხეში ალა­პა­რა­კებული პა­ტიმ­რის გა­ჩუ­მების მცდე­ლობას ასახელებენ.

„ამ საქ­მე­ზე მი­მაგ­რებული პრო­კუ­რორ-გა­მომ­ძიებლები ციხეში იმ ადა­მი­ან­თან მი­ვიდ­ნენ, ვინც ამბობს, რომ და­ნა­შა­უ­ლი მან ჩა­ი­დი­ნა. უთხრეს, რას ბოდავ, მე­ოთხე კა­ცი მა­ინც და­უ­ჭე­რე­ლია და შენც მი­გაყოლებთო. ამის შემ­დეგ ამ პა­ტი­მარ­მა ზე­და ინ­სტან­ციებს მი­მარ­თა, რომ ეს პი­როვ­ნებები მას­თან აღარ შე­ვიდ­ნენ," - ამბობს ავ­თო ქობულა­ძე.

და­კა­ვებულების ოჯახის წევ­რები საქ­მის ობიექ­ტურ გა­მო­ძიებას ითხოვენ და შე­საბამის უწყებებს მი­მარ­თავენ. ხელი­სუფ­ლების ცვლი­ლების შემ­დეგ ქობულა­ძის ოჯახმა მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან საქ­მის ხელახალი გა­მო­ძიება და სი­მარ­თლის დად­გე­ნა მო­ითხოვა, თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნელ­მა საქ­მე ქუ­თა­ი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ა­წე­რა.  ქობულა­ძის მა­მის, ავ­თო ქობულა­ძის თქმით, ქუ­თა­ი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მე­ზე რე­ა­გი­რებას არ ახდენს.

„რო­დე­საც საქ­მე­ში ძიების შე­დე­გად თვალ­ნათ­ლივ გა­მოჩ­ნდა, რომ საქ­მე გა­მო­ძიების მი­ერ შე­კე­რი­ლი­ა,  გა­მოვ­ლე­ნი­ლი დე­ტა­ლები და ფაქ­ტები ჩვენს სა­ჩივ­რებთან ერ­თად ისევ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ვუგ­ზავ­ნეთ. საქ­მის ხელახალი გა­მო­ძიება მო­ვითხოვეთ და ისიც ვითხოვეთ საქ­მე­ში ქუ­თა­ი­სის არც ერ­თი ინ­სტან­ცია არ ჩა­ერ­თოთ და თა­ვად გა­მო­ე­ძი­ათ. ეს იმ­დე­ნად ძლი­ე­რი ფაქ­ტები იყო, რო­მელ­საც დაუყოვ­ნებლივ უნ­და მოყოლო­და პრო­კუ­რო­რების,  გა­მომ­ძიებლების და საქ­მის ჩამ­დე­ნი ყვე­ლა პი­რის პა­სუხის­გებაში მი­ცე­მა. მე­ოთხე თვე გა­დის და პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან რე­ა­გი­რება არ ყოფი­ლა," - ამბობს ავ­თო ქობულა­ძე.

და­თო ქობულა­ძის ოჯახის წევ­რებმა დახმა­რებისათ­ვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და  იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს მი­მარ­თეს, რომ­ლებმაც საქ­მე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­და­ა­მი­სა­მარ­თეს, ხოლო პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის­გან, პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა და იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტებისა­გან ოჯახი პა­სუხს უშე­დე­გოდ ელო­დება.

„ამ საქ­მემ ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლება გა­მო­იწ­ვი­ა. დე­და­ჩე­მი შე­ე­წი­რა ჩე­მი შვი­ლის და­ჭე­რას. პრო­კუ­რა­ტუ­რამ და გა­მომ­ძიებლებმა და­ზა­რა­ლებულებს ისე­თი ჩვე­ნებები მი­ა­ცე­მი­ნეს, დამ­ნა­შა­ვეებად აქ­ცი­ეს. მო­ვითხოვთ, დაუყოვ­ნებლივ მო­კი­დონ საქ­მეს ხელი, გა­მო­ი­ძი­ონ ყვე­ლა­ფე­რი, და­ა­კა­ვონ ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და სა­მარ­თა­ლი აღად­გი­ნონ.  ეს ადა­მი­ა­ნები უპატ­რო­ნოდ ჩათ­ვა­ლეს და პა­სუხის­გებაში მის­ცეს უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნები. თუ ყურად­ღებას არ მო­მაქ­ცე­ვენ, იძუ­ლებული გავხდები ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­დე და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვახმა­უ­რო. ლინ­ჩის წე­სით გა­ვა­სა­მარ­თლებ ყვე­ლას," - ამბობს ავ­თო ქობულა­ძე.

გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რებით გან­მარ­ტა­ვენ, რომ რად­გან ყაჩა­ღობაში ბრალ­დებული პი­რების მი­მართ სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლება უკ­ვე ძა­ლა­შია შე­სუ­ლი, მი­სი შეც­ვლა ისევ სა­სა­მარ­თლო­ში უნ­და სცა­დონ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურის უფ­რო­სის ხათუ­ნა პა­ი­ჭა­ძის განცხადებით, და­კა­ვებულების ახლობლებს შე­უძ­ლი­ათ სა­სა­მარ­თლოს ახლად­გა­მოვ­ლე­ნილ გა­რე­მოებათა გა­მო მი­მარ­თონ და საქ­მის ხელახლა განხილ­ვა მო­ითხოვონ.

„თუ ეს ადა­მი­ა­ნები ითხოვენ გა­მარ­თლებას, ამის გა­კე­თება პრო­კუ­რა­ტუ­რას არ  შე­უძ­ლი­ა. უსა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნის ან გა­დაწყვე­ტი­ლების გა­დახედ­ვა შე­საძ­ლებელია ისევ სა­სა­მარ­თლოს გზით. სა­მარ­თლებრი­ვი ბერ­კე­ტი არ არ­სებობს რომ გა­ნა­ჩენ­დამ­დგარ საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ რა­მე გა­დაწყვი­ტოს. ან ახლად აღ­მო­ჩე­ნი­ლი გა­რე­მოება უნ­და იყოს ან კი­დევ  პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან რომ ხარ­ვე­ზების დამ­დგე­ნი კო­მი­სია იქ­მნება, იმის­თვის უნ­და იყოს მი­მარ­თუ­ლი," - ამბობს ხათუ­ნა პა­ი­ჭა­ძე.

რაც შეეხება და­კა­ვებულების ოჯახის წევ­რების მხრი­დან კონ­კრე­ტუ­ლი  გა­მომ­ძიებლებისა და პრო­კუ­რო­რების მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დებებს,  ხათუ­ნა პა­ი­ჭა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რებით მათ წე­რი­ლით მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას უნ­და მი­მარ­თონ.

„თუ ამ ადა­მი­ა­ნებს პ­რე­ტენ­ზია აქვს გა­მო­ძიებისა და რო­მე­ლი­მე პრო­კუ­რო­რის მი­მართ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შექ­მნი­ლია სპე­ცი­ალ­უ­რი კო­მი­სი­ა, რო­მე­ლიც პრო­კუ­რო­რებისა და გა­მომ­ძიებლების მხრი­დან ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს სწავ­ლობს. მათ შე­უძ­ლი­ათ მო­მარ­თონ პრო­კუ­რა­ტუ­რას. ეს არის სა­მარ­თლებრი­ვი გზა," - ამბობს ხათუ­ნა პა­ი­ჭა­ძე.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა