|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უნივერსიტეტში პროკურატურა რექტორის შეცვლის მიზნით შევიდა?

ქუთა­ი­სის აკა­კი წე­რე­თლის სახელმ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ნან­სურ სა­კითხებს უკ­ვე  8 თვეა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა იძიებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა  სას­წავ­ლებლის 2012-2013 წლების ფი­ნან­სურ სა­კითხებსა  და შესყიდ­ვებს იკ­ვლევს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ, მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში, უნი­ვე­რსი­ტეტ­ში დო­კუ­მენ­ტა­ციებთან ერ­თად, საყოფაცხოვ­რებო ტექ­ნი­კაც შე­ა­მოწ­მა.

„და­ნა-ჩან­გლებსაც კი გა­და­უ­ღეს სუ­რა­თი და შე­ა­მოწ­მეს. „ჩვე­ნი სტუმ­რები" ყვე­ლაფ­რით არი­ან და­ინ­ტე­რესებულ­ნი," - ამბობს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გი­ორ­გი ღავ­თა­ძე.

სას­წავ­ლებლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის, მე­რაბ ირე­მა­ძის გან­მარ­ტებით, პრო­კუ­რა­ტუ­რას ფი­ნან­სური სა­კითხების გარ­კვე­ვას­თან ერ­თად, ისიც აინ­ტე­რე­სებს, არის, თუ არა ად­გილ­ზე ტენ­დე­რის გზით შესყიდუ­ლი ნების­მი­ე­რი ნივ­თი. 

„სწო­რედ ამას ემ­სახურებოდა ჭურ­ჭლების შე­მოწ­მება," - ამბობს  მე­რაბ ირე­მა­ძე.

სას­წავ­ლებელ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რა­ი­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი დარ­ღვე­ვა ამ დრომ­დე ვერ იპოვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მას შემ­დეგ შე­ვი­და, რაც 2012 წლის დე­კემბრის ბოლოს, სას­წავ­ლებლის 60-მდე ლექ­ტორ­მა გი­ორ­გი ღავ­თა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. სარ­ჩე­ლი სას­წავ­ლებელ­ში ჩა­ტა­რებულ კონ­კურ­სებსა და ფი­ნან­სუ­რი სა­კითხების შეს­წავ­ლას შეეხებოდა.

მო­სარ­ჩე­ლე მხარე გან­მარ­ტავს, რომ აუ­ცი­ლებლი არის სას­წავლებელ­ში ფი­ნან­სუ­რი სა­კითხების შეს­წავ­ლა. 

„გარ­და, ამი­სა უნ­და შე­ის­წავ­ლონ  ლექ­ტო­რების კაბალუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლებები", - ამბობს აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­სო­ფი­ის ლექ­ტო­რი ბად­რი ფორჩხიძე, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი მომ­ჩი­ვა­ნი­ა.

სას­წავ­ლებლის რექ­ტო­რი, გი­ორ­გი ღავ­თა­ძე თვლის, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ვალ­დებული იყო ლექ­ტო­რების მი­ერ შე­ტა­ნილ  სარ­ჩელ­ზე რე­ა­გი­რება მოეხდი­ნათ.

„პრო­კუ­რა­ტუ­რა ვალ­დებული იყო ჩვე­ნი პა­ტივ­ცე­მუ­ლი ლექ­ტო­რების მი­ერ შე­ტა­ნი­ლ უაზ­რო სარ­ჩელ­ზე მოკ­ვლე­ვა ჩა­ე­ტა­რებინა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ჩვენ­თვის სა­სარ­გებლო­ა, რად­გან,  სას­წავ­ლებელ­ში არა­ნა­ი­რი ხარ­ვე­ზი ფი­ნან­სურ წარ­მოებაში არ არის. ასე, რომ ყოფი­ლიყო პრო­კუ­რა­ტუ­რა დარ­ღვე­ვებს უკ­ვე აღ­მო­ა­ჩენ­და\", - ამბობს გი­ორ­გი ღავ­თა­ძე.

არ­სებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის შეს­ვლა სას­წავ­ლებლის რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ღავ­თა­ძის შეც­ვლის მცდე­ლობით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. აღ­ნიშ­ნულს თა­ვად, ღავ­თა­ზეც ადას­ტუ­რებს.

„ვინც საქ­მეს აფუ­ჭებს იმას  სხვაც ასე­თი გო­ნი­ა. ამი­ტო­მაც გვყავს უნი­ვე­რსი­ტეტ­ში უკ­ვე თვეებია პრო­კუ­რა­ტუ­რა სტუმ­რად. მაგ­რამ მე ეს არ მა­ნერ­ვი­უ­ლებს," - ამბობს ღავ­თა­ძე.

წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში  გან­მარ­ტა­ვენ, რომ და­წე­სებულების ად­მი­ნის­ტრა­ცია ცვლი­ლებებს არ ელო­დება და სას­წავ­ლო  პრო­ცე­სი სექ­ტემბერ­ში  ჩვე­ულ რეჟიმ­ში გაგ­რძელ­დება.    

შე­გახსე­ნებთ, რომ აკა­კი წე­რეთ­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს, გი­ორ­გი ღავ­თა­ძე უკ­ვე სა­მი წე­ლია ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მის შეც­ვლას, ლექ­ტო­რების გარ­და, სტუ­დენ­ტთა ნა­წი­ლიც ითხოვს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა