|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამერიკელმა მამაკაცმა იდეალური გარეგნობის მისაღებად 90 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

32 წლის ნიუიორკელმა ჯასტინ ჯედლიკამ იდეალური გარეგნობის მისაღებად 90 კოსმეტიკურ ოპერაციაში 100 000 დოლარზე მეტი დახარჯა. დღეს პლასტიკური ქირურგია ძალიან პოპულარულია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემების ერთადერთ გადაწყვეტად სწორედ პლასტიკურ ქირურგიას მიიჩნევენ.


გარეგნულად ჯასტინი ფიტნესისა და ცილოვანი კოქტეილების თავგადაკლულ მოყვარულს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში "ნავარჯიშები" კუნთები მხოლოდ და მხოლოდ პლასტიკისა და სილიკონის დამსახურებაა.

მას ჩადგმული აქვს მკერდის იმპლანტანტები, მუცლის პრესზე კუბიკების ნაცვლად პოლიმერის ბადე აქვს ჩადგმული, ხოლო ტრეცეპსებსა და ბიცეფსებს თუ უხეშად მოკიდებთ ხელს, შეიძლება გასკდეს და იქიდან სქელი, უფერო სითხე გადმოვიდეს.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ჯასტინს სურდა, მკვრივი და ლამაზი უკანალი ჰქონოდა, თანაც ზედმეტი ძალისხმევისა და ვარჯიშის გარეშე... და მარტივი გამოსავალი ნახა – პროფესიონალ ქირურგსა და მის სკალპელს მიენდო.

ამის შემდეგ, 10 წლის განმავლობაში ჩვენმა გმირმა 90 სხვადასხვა პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა და შედეგად მიიღო სხეული, რომელიც კენის – თოჯინა ბარბის მეგზურის – მოდელის აღნაგობას ჰგავს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ჯასტინმა აღიარა, რომ  ფსიქოლოგიურად უკვე დამოკიდებულია კოსმეტიკური ქირურგიის მიღწევებზე. "მიყვარს საკუთარი თავის მოდერნიზება და რაც უფრო რთულია ოპერაცია, მით უკეთესია ჩემთვის. სიამოვნებას მანიჭებს ის ფაქტი, რომ საშუალოსტატისტიკურ ადამიანზე უკეთესად გამოვიყურები," – ამბობს ჯასტინი.

წყარო: marao.ge

ავტორი: ნიუპრესი