|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად კონკურსი გამოაცხადა

ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური კონკურსს აცხადებს. აღნიშნულის კონკურსის პრეზენტაცია ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენლების მიერ დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გაიმართა. კონკურსს „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ ქვია და იგი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების, არასამთავრობოებისა და ფიზიკური პირების გააქტიურებას და თვითთმართველობასთან მათ აქტიურ თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

პრეზენტაციაზე კონკურსის პრიორიტეტულ მიმართულებებსაც გაესვა ხაზი. ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არაფორმალური განათლება (ტრენინგ–სემინარები), ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სოციალურად დაუცველი და შშმ ახალგაზრდების დახმარება და ინტეგრაცია –  ეს იქნება „ახალგაზრდულ ინიციატივების მხარდაჭერის“ მთავარი მიმართულებები.

ახალგაზრდული განყოფილების წარმომადგენლების თქმით, განაცხადების მისაღებად სპეციალური სააპლიკაციო ფორმა არ შეუმუშავებიათ. მათი სურვილია, რომ კონკურსანტებს საშუალება ჰქონდეთ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი იდეები. ამიტომ მერიაში პროექტის წარმოდგენის ფორმის თვალსაზრისით არ შეზღუდავენ. 

საკონკურსო პროექტებს საგანგებოდ შექმნილი დროებითი კომისია განიხილავს, კონკურსის განაცხადების მიღების დასრულებიდან ათ დღეში.

კონკურსის ბიუჯეტი 50 ათასს წარმოადგენს. ხოლო თითო პროექტის დაფინანსების მაქსიმალური თანხაა 5000 ლარი. თუმცა შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ საინტერესო იდეისა და პროექტის შემთხვევაში შესაძლებელია მეტითაც დაფინანსდეს, ან ამ პროექტის ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინონ.

„მნიშვნელოვანია პროქტის მდგრადობა და მისი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა ვანო ბუხაიძემ.

განაცხადების მიღება ხვალიდან, 26 სექტემბრიდან დაიწყება და 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 

 

 

 


ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა