|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პირველად – ჩაის სახლში არტ-საღამოები გაიმართება

"იმისათვის რომ ვიცოცხლოთ, შიგადაშიგ უნდა მოვკვდეთ“, - ამბობს მხატვარი ლია უკლება და ამ კვდომა-გაცოცხლების ციკლში იქმნება მისი შემოქმედება. ის მხატვრობა, რომლის გაცნობის საშუალება პუბლიკას 4 ოქტომბერს ქუთაისში,  ჩაის სახლფოე ფოეშიმიეცემათ.

ჩაის სახლი „ფოე ფოე“ და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ქუთაისში პირველად იწყებს პროექტს „არტ-ჩაი“, რომლის ფარგლებში ყოველ პარასკევს ერთი თვის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა მხატვრებისა და მწერლების ერთობლივი საღამოები. პროექტის ფარგლებში თბილისელი ხელოვანებიც შეუერთდებიან ადგილობრივ მხატვრებს.

იმერეთის  სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რეგიონში კულტურის განვითარების და ინფორმაციული რეზონანსისთვის, კულტურის სამსახურის წარმომადგენლების საღამოებზე მოწვევას.

არტ-საღამოების ციკლს გახსნის მხატვარი, ჟურნალისტი ლია უკლება, რომლის ერთ-ერთმა ბოლო ნამუშევარმა „ღვთისმშობელი სათამაშო იარაღით“ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სოციალურ ქსელზე.

გამოფენაზე “ფსიქოდრამა” ლია უკლება წაიკითხავს, ასევე, მისი შემოქმედებიდან ესსეებს, რის შემდეგაც გაიმართება მცირე დისკუსია.

ჩაის სახლში პირველი არტ საღამო 18 საათზე დაიწყება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა