|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რო­გორ ან­გრევს ფე­ის­ბუ­ქი ოჯა­ხებს საქართველოში და მსოფლიოში

სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხე­ბის ნგრე­ვის სტა­ტის­ტი­კა სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის რიცხ­ვი ბო­ლო ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 2-ჯერ გა­ი­ზარ­და. ოჯა­ხე­ბის ნგრე­ვას სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი აქვს, თუმ­ცა ბო­ლო დროს მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­შიც გახ­შირ­და შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­ა.
მა­გა­ლი­თად, ინ­დო­ეთ­ში ქა­ლი ქმარ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბას მხო­ლოდ იმის გა­მო ითხ­ოვ­და, რომ მან და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" სტა­ტუ­სი "თა­ვი­სუ­ფა­ლი" "და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლით" არ შეც­ვა­ლა. მარ­თა­ლი­ა, მსგავ­სი ფაქ­ტი ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში ჯერ არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა ბევრ წყვილს აუ­რია ურ­თი­ერ­თო­ბა.
ნი­ნო 37 წლი­სა­ა, მი­სი ოჯა­ხის დან­გრე­ვის მი­ზე­ზი გახ­და ახალ­გაზ­რდა ქა­ლი, რო­მე­ლიც მის­მა მე­უღ­ლემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­იც­ნო:
"ჩე­მი მე­უღ­ლე მთე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პი­უ­ტერ­თან იჯ­და. ერ­თხე­ლაც "ფე­ის­ბუ­ქი" ჩარ­თუ­ლი დარ­ჩა და იქ ქა­ლის­გან მო­წე­რი­ლი შეტყ­ო­ბი­ნე­ბა მო­ვი­და. ჩემს ქმარს სა­კუ­თარ ფო­ტო­ებს უგ­ზავ­ნი­და და შეხ­ვედ­რა­ზე უთან­ხმდე­ბო­და. რო­გორც ჩანს, ეს მა­თი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა არ იყო... არც კი ვი­ცო­დი, რა უნ­და მექ­ნა. გა­დავ­წყვი­ტე, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი არა­ფე­რი მეთ­ქვა, იქ­ნებ ამ ამ­ბავ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხე არ მი­ი­ღოს-მეთ­ქი, თუმ­ცა პი­რი­ქით მოხ­და. მე­უღ­ლე ჩემს მი­მართ გა­ცივ­და, სულ იმას იმი­ზე­ზებ­და, ძა­ლი­ან
ბევ­რი საქ­მე მაქვს და ამი­ტო­მაც მი­წევს კომ­პი­უტ­რთან გვი­ა­ნო­ბამ­დე ჯდო­მა­ო. რო­დე­საც ვუთხ­ა­რი, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცი-­მეთ­ქი, არც კი გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბი­ა, გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე დამ­თან­ხმდა".
რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გა­მო ოჯა­ხე­ბის დან­გრე­ვა მთელ მსოფ­ლი­ო­ში გახ­შირ­და. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით ამე­რი­კე­ლე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამე­რი­კე­ლი იუ­რის­ტე­ბი წყვი­ლებს აფ­რთხი­ლე­ბენ: თუ­კი რა­ი­მეს და­მალ­ვა გსურთ, ფრთხი­ლად იყა­ვით, შე­იძ­ლე­ბა ის "ფე­ის­ბუ­ქის" მეშ­ვე­ო­ბით გამ­ჟღავ­ნდეს.
დღეს­დღე­ო­ბით "ფე­ის­ბუქს" მი­ლი­არ­დამ­დე მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს. მათი 50 პრო­ცენ­ტი რე­გუ­ლა­რუ­ლად ათ­ვა­ლი­ე­რებს ყო­ფი­ლი პარ­ტნი­ო­რე­ბი­სა და მე­უღ­ლე­ე­ბის პრო­ფილს. რო­გორც სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ე­ბი იუწყ­ე­ბი­ან, შე­საძ­ლოა 2020 წლის­თვის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად და­სა­ხელ­დეს. ასე რომ, სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ ხში­რად მო­ვის­მენთ: "გან­ვქორ­წინ­დით "ფე­ის­ბუ­ქის" გა­მო.
წყარო: ambebi.ge


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა