|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს წერეთლის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამებს სთავაზობენ

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას სთავაზობს.

საერთაშორიო გაცვლითი პროგრამებისა და სერვისების პრეზენტაცია წერეთლის უნივერსიტეტში დღეს სტუდენტურმა გაერთიანება „ინფორმაციის ძალამ“ „საერთაშორისო განათლების ცენტრთან“ ერთად გამართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო განათლების ცენტრი მომესახურება არამხოლოდ სტუდენტებს, არამედ სკოლის მოსწავლეებსა და პროფესორ–მასწავლებებს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ინგლისური ენაში C დონის ტესტის ჩაბარება, მაღალი აკადემიური მოსწრება და უნივერსიტეტის წინაშე TOEFEL-ისა და SAT–ის სერტიფიკატების წარდგენა.
იმერეთის რეგიონში საერთაშორისო განათლების ცენტრის კოორდინატორის, ელენე ბერეკაშვილის განცადებით, არჩევანის გაკეთების შემთვევაში ორგანიზაცია დაინტერესებულ პირებს გაუწევს კონსულტაციებს, თუ როგორ ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამაში.
„გვინდა, რომ სტუდენტებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელიც აუცილებლად გამოადგებათ მათ პროფესიულ საქმიანობაში,“ – აღნიშნა სტუდენტური გაერთიანება „ინფორმაციის ძალის“ მენეჯერმა, პაპუნა ჩიქოვანმა.
გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციამ უნივერსიტეტის „მწვანე დარბაზში“ კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

ავტორი: ლანა კოკაია