|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ხორცის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს.

დოკუმენტური შემოწმებისას შპს „ახალ ხორცში“ გამოვლინდა  ვადაგასული, საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

სააგენტოს ინსპექტორებმა 400 კგ ხორცი დალუქეს და ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმეს. კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეს დაევალა ხორცის განადგურება, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები განახორციელებენ.

საეჭვო წარმომავლობისაა ხორცი, რომელსაც არ აქვს ჯანმრთელობის ნიშანდება (აღნიშვნა, რომელიც დასმულია ცხოველის ტანხორცზე და მიუთითებს, რომ ცხოველმა გაიარა დაკვლისწინა და დაკვლის შემდგომი შემოწმება და დაიკლა ვეტერინარის ზედამხედველობით).

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა