|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ არ უნდა შევიძინოთ პასკა ქუჩაში?

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ქუჩაში, გარევაჭრობის პირობებში გამოტანილი სააღდგომო პასკები არ შეიძინოს. როგორც სააგენტოში განმარტავენ, შესაბამისი რეგულირების არარსებობის გამო ქუჩაში განთავსებული პროდუქცია არ კონტროლდება, რაც მის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა ქსელები უკვე შეამოწმა და საკონდიტრო ნაწარმთან დაკავშირებით გარკვეული დარღვევებიც აღმოაჩინა, რაც ძირითადად ეტიკეტირებას უკავშირდება.

 სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, კახა სოხაძის განმარტებით, ქუჩაში შეძენილი პროდუქცია  ჯანმრთელობთან დაკავშირებულ  რისკებს შეიცავს.

”ასეთი დღესასწაულებისას ქაოსის ელემენტებს შეიცავს გარევაჭრობები. ქაოსურად ხდება ასეთი პროდუქციის რეალიზება და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები არის. სასურველი იქნება მოსახლეობამ თავი შეიკავოს, პირველ რიგში, გარევაჭრობების ადგილებზე, ქუჩაში ასეთი პროდუქციის შეძენისგან, ვინაიდან ისინი აბსოლუტურად დაუცველია ჯანმრთელობის რისკების გათვალისწინებით”, - განაცხადა კახა სოხაძემ.

 

 

წყარო:

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა