|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თანამდებობის პირებმა, სჯობს, თუნდაც ბოდიში მოიხადონ" -უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა  ჩაფიძის გულის ცენტრში დეკანოზი გიორგი მამალაძე მოინახულა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით,  ზოგიერთმა პოლიტიკოსმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო ბოდიში  უნდა მოიხადოს. 
"რა არის პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება? სახალხო დამცველი კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებს. მე მაქვს სრული უფლებამოსილება, როდესაც ბრალდებული მთხოვს გარკვეული მოსაზრებების მიწოდებას საზოგადოებისთვის, ეს შევასრულო. ჩვენ ვსწავლობთ აღნიშნულ საქმეს და რაც მაქვს კანონით მონიჭებული მე ამ უფლებამოსილების ფარგლებში ვმოქმედებ. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, ეს ნამდვილად არ არის სახალხო დამცველის პრობლემა. მე, პირიქით ვიტყოდი, რომ ალბათ, გარკვეულმა თანამდებობის პირებმა გარკვეულ საკითხებზე სჯობს თუნდაც ბოდიში მოიხადონ და შეცდომები აღიარონ, რადგან შეცდომების აღიარება არ არის სისუსტე. ვგულისხმობ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც რამდენჯერმე გაჟღერდა - ბევრი განცხადება იყო თანამდებობის პირების მხრიდან", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა, თუმცა არ დააკონკრეტა, ვინ არიან მისი კრიტიკის ადრესატები.
დეკანოზი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს. ჩაფიძის კლინიკის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდება აუცილებელი კვლევები.

 

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა