|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თვითმმართველობის კოდექსი ფრთხილ მიდგომას საჭიროებს"

თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაჩქარევად -განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების იმ განცხადებაზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია 7 ქალაქისათვის თვითმმართველის სტატუსის ჩამორთმევა.

 "თავის დროზე გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღებოდა ნაჩქარევად. როცა საქმე ეხება ადგილობრივ თვითმმართველობას, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილი მიდგომა. დეტალური მსჯელობის საფუძველზე უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ გადაწყვეტილების პლუსები და მინუსები, მათ შორის ეკონომიკური ეფექტი, სოციალური ეფექტი და ა.შ. ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. შესაბამისად, დღეს ვერანაირი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, ვერ მექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი  თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადი მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა არასამთავრობო სექრორის განცხადება არ უნახავს და მასზე დეტალურად ვერ ისაუბრებს.

შეგახსენებთ, დღეს  120 ორგანიზაციის სახელით გავრცელდა მიმართვა, რადაც საუბარია თვითმმართველობის რეფორმის შეუქცევადობის აუცილებლობაზე.  არსებული ინფორმაციით, მმართველი გუნდი  თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის 12-დან 5-მდე შემცირებას გეგმავს. თვითმმართველობის კოდექსი პარლამენტმა 2014 წელს მიიღო. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა