|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია" - მეუფე იოანე

"ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია"-განაცხადა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანემ პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ შეზღუდვებზე.

მისი თქმით, რეგულაციებს იცავენ, ტაძარში მისვლას ვერავის აუკრძალავენ.

"ტაძრები არ დაიკეტება, ეს გამორიცხულია, ეს უნდა გვესმოდეს.  ღვთისკენ მიმავალ ადამიანს მე როგორ უნდა შევუშალო ხელი? გამორიცხულია. ნებაყოფლობითაა, ჩვენ ხომ არ ვაიძულებთ მოსვლას? რადგან მოვიდა, მოვიდა, მე არ უნდა გავაგდო. პანდემია კი შემოვიდა ტაძარშიც, მაგრამ, ასევე ექიმებშიც არის, მთავარი ეპიდემიოლოგი ინფიცირებულია. გარანტირებული არავინაა,  ადამიანები ვართ.  მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ განსაცდელი შეიძლება ყველა ადამიანს შეხვდეს, მაგრამ ამის შიშით, ცხოვრება არ გამოვა, იმედით და რწმებით უნდა ვიყოთ.  თუ შეგვემთხვა განსაცდელი, მოთმინებით უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ, შედარებით ახალგაზრდა სასულიერო პირი გარდაიცვალა, მას დაავადებები ქონდა და რისკი იყო დიდი, მაგრამ ის ეკლესიაში არ დაინფიცირებულა. ეკლესიაში კი არ ინფიცირდება, არამედ ადამიანი ადამიანს გადასცემს, ეკლესიას ნუ დავაბრალებთ", -განაცხადა მეუფე იოანემ.

 შეგახსენებღ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში შეზღუდვების კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესება იგეგმება.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა