|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეატრალური იმერეთი 2017" იწყება

ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2017 იწყება".

ფესტივალი ტრადიციულად ყოველ წელს იმართება და მასში მონაწილეობას იმერეთის მუნიციპალიტეტების თეატრალური დასები მიიღებენ. წარმოდგენები 27 მაისს დაიწყება და 14 ივნისს დამთავრდება. გასულ წელს ფესტივალში პოლონეთის ქალაქ ტორუნის თეატრი იღებდა მონაწილეობას.

ფესტივალს ეყოლება ჟიური, რომლის მიერაც გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდებიან. "თეატრალური იმერეთი 2017" იმერეთის გუბერნიის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. 

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია „კულტურის ქურუმი“ ლევან როხვაძე, ხოლო გენერალური დირექტორი მაია პაქსაშვილი.

ორგანიზატორების განცხადებით, წელს  ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს  - საინგილოდან კახის ქართულ თეატრი.


 ჟიურის შემადგენლობაში არიან: თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივანი მაკა ვასაძე (თავმჯდომარე);

ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის რედაქტორი ლელა ოჩიაური,

საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი, თეატრმცოდნე და ცნობილი ტელეწამყვანი  ნიკოლოზ წულუკიძე, ჟიურის შემადგენლობაში ასევე იმუშავებს დავით გორდელაძე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა