|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეატრი- გიორგი სიხარულიძის „კათარზისი“ (ვიდეო)

 მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე თბილისში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა, მაგრამ მან არჩევანი თეატრზე შეაჩერა.  მეხსიშვილის დრამატულ თეატრთან აქტიურად 2006 წლიდან თანამშრომლობს, მისი რეჟისორობით არაერთი სპექტაკლი დაიდგა, რომელთაც დიდი აღიარება მოჰყვა. საკუთარ შემოქმედებაზე საუბარი არ უყვარს, ამბობს, რომ მაყურებელი კარგი შემფასებელია, განსაკუთრებით კი ქუთაისელი მაყურებელი.  სპექტაკლზე ფიქრისას უკვე იცის, რომელ მსახიობს უნდა ათქმევინოს ავტორის ჩანაფიქრი, ამიტომაც მისი სპექტაკლები აქტუალობას არ კარგავენ. თეატრი პრემიერისთვის ემზადება, გიორგი სიხარულიძე სპექტაკლს ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „კუკარაჩას“ მიხედვით ამზადებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი ნესტან ჩაგელიშვილი