|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში "ღვინის ფესტიალი 2016" ჩატარდა

თერჯოლაში  „ღვინის ფესტივალი 2016“ აღინიშნა.  ფესტივალი ბოლო რამდენიმე წელია  ტრადიციად იქცა და წელს მეოთხედ ჩატარდა.ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო  იმერული ეზო, იმერული სამზარეულო და რამდენიმე სახეობის ქართული ღვინო. ღონისძიების ბოლოს ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ  ფოლკლორული ანსამბლი „იმერეთი“, ვაჟთა ვოკალური ჯგუფი „მასპინძელო“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმერეთი“, ქალთა ანსამბლი „იამე“. ფესტივალს უძღვებოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე.

სკვერში ასევე, წელს პირველად მოეწყო ტურიზმის კუთხე, სადაც სტუმრები გაეცვნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს-გეოგრაფიულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.
თერჯოლაში გამართულ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაესწრო. აღნიშნული ფესტივალი თერჯოლაში უკვე მეოთხე წელია იმართება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა