|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლის მერიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

თერჯოლის მერიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მერია ამ დროისთვის ნაწილობრივ დისტანციური მუშაობის რეჟიმზეა გადასული. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მერიის ის თანამშრომლები, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ შეხება.

მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის თქმით, არსებული ვითარების მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას პრობლემა არ შექმნია.

“მთლიანად არა, მაგრამ გარკვეულწილად მაინც დისტანციურ რეჟიმზე ვართ გადასული, რადგან ბევრ ჩვენს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თვითიზოლაციაში იმყოფებიან მათთან შემხებლობაში მყოფი პირები. მერიის გამართულად მუშაობას რაიმე პრობლემა არ შექმნია. ყველაფერს ვართმევთ თავს. ვართ იმ რეჟიმში, რომელშიც არის მთელი მსოფლიო და მთელი ქვეყანა",-ამბობს ლაშა გოგიაშვილი.

გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 264 შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა