|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა [R]

თიბისი დაზღვევამ, აგროდაზღვევის ფარგლებში, 2019 წელს 228 ფერმერს ჯამში 2 მლნ ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.  

აგროდაზღვევა ფერმერებს იმ მოულოდნელი ხარჯისგან იცავს, რომელიც შესაძლოა სტიქიური მოვლენების შედეგად მოსავლის განადგურებას მოჰყვეს.

დაზღვეული რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსნები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები და ვაზი. 

სახელმწიფო პროგრამით გათვალისიწინებული აგროდაზღვევის მიმართულება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. ვაზის კულტურის შემთხვევაში დაზღვევის ღირებულების 50%-ს სახელმწიფო ფარავს. სხვა კულტურებზე კი თანადაფინანსება 70%-ია. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხის სახითაც შეუძლია. 

აგროდაზღვევის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც ამუშავებს მიწას და მოჰყავს მოსავალი. სავალდებულოა მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს, მარცვლეული კულტურების შემთხვევაში კი - 30 ჰექტარს.

 თუ მომხმარებელი აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის რომელიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 100%-ს ფერმერი თავად გადაიხდის.

 

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და კახეთის ფილიალებში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა