|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თიბისი ფეი - ინტერნეტ-გადახდების ერთი სივრცე [R]

თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული წესი გვაიძულებს სწორად გადავანაწილოთ დრო, წინასწარ ჩამოვწეროთ აუცილებლად გასაკეთებელი საქმეები და ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

იმის გამო, რომ ადამიანის რესურსები შეზღუდულია და დრო დღეს ყველაზე ძვირად ფასობს, ჩვენ ყველა ვცდილობთ გავიმარტივოთ ცხოვრება და ნებისმიერი საქმის შესრულებისას საქმის გაიოლებით მეტი კომფორტი შევიქმნათ. დისტანციური სერვისების მრავალფეროვნებაც ერთ-ერთი ის საშუალებაა, რომელიც მნიშვნელოვნად გვიზოგავს დროს და სახლიდან გაუსვლელად გვაძლევს სერვისების მიღების საშუალებას. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს თიბისი ფეი, რომელიც ყოველდღიური პრობლემების მარტივად გადაწყვეტას გვთავაზობს.

ინოვაციური სერვისები მეტი კომფორტისთვის

თიბისი  ფეი მომხმარებელისთვის უნიკალური ციფრულ პლატფორმა შექმნა, სადაც მათ ერთ ადგილას, ერთ სივრცეში უამრავ საჭირო და სასარგებლო სერვისს სთავაზობს. აქ თქვენი ფინანსების განკარგვას მარტივი, მოსახერხებელი და მოქნილი სისტემით შეძლებთ, რომელიც მთლიანად თქვენზე იქნება მორგებული. პლატფორმა ხელმისაწვდომია ვებგვერდის და მობილური აპლიკაციის სახით როგორც iOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებისთვის. რას გვთავზობს თიბისი ფეი? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სივრცე ყველა სახის ინტერნეტ-გადახდებისთვის. აქ იპოვნის 1000-ზე მეტ სერვის-პროვაიდერს, რომელთა მომსახურების გადახდასაც მარტივად, ერთი კლიკით შეძლებთ. თუმცა დისტანციური გადახდების გარდა, აქ თქვენთვის საჭირო უამრავ ფუნქციასაც აღმოაჩენთ, მაგალითად:

  • შექმენით შაბლონები ხშირად გამოყენებული სერვისებისთვის და თავიდან აირიდეთ ყოველი გადახდისას სააბონენტო ნომრის თუ სხვა საჭირო მონაცემების ხელახალი შეყვანა;
  • ამობეჭდეთ ქვითარი ყოველი შესრულებული ტრანზაქცისას ან შეინახეთ მისი ელექტრონული ვერსია საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად;
  • აკონტროლეთ გადახდების ისტორია და ამ გზით უკეთ მართეთ თქვენი ფინანსები. 
  • შექმენით ავტომატური გადახდები და მარტივად დაფარეთ სალომბარდე, მიკროსაფინანსო თუ სხვა სახის ფინანსური ვალდებულებები, ან გამოიყენეთ ეს ფუნქცია ქველმოქმედებისთვის და დააყენეთ თანხის ავტომატური გადარიცხვა თიბისი ფეის სისტემაში წარმოდგენილი 20 სხვადახვა საქველმოქმედო კომპანიიდან რომელიმესთვის.
  • მიიღეთ შეტყობინება დავალიანების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით რათა არ დაგავიწყდეთ მნიშვნელოვანი კომუნალური გადახდების შესრულება. ამისათვის კი საჭიროა კონკრეტული სერვისის გადახდისას, სააბონენტო ნომერთან ერთად, მიუთითოთ თქვენი მობილური ტელეფონიც. სამომავლოდ კი დავალიანების ასახვისთანავე SMS შეტყობინებას მიიღებთ.
  • გადაიხადეთ სერვისები ნებისმიერი საბანკო ბარათით ან თიბისი ფეის პირადი ბალანსით. ბალანსით გადახდისას კი ისარგებლეთ კონკრეტული უპირატესობით -  თქვენ აღარ მოგიწევთ ბარათის საკომისიოს გადახდა. ბალანსის შევსება თიბისი ფეის აპარატებიდანაა შესაძლებელი, თანაც საკომისიოს გარეშე.
  • გადარიცხეთ თანხა მარტივად - მობილურის ნომრის მითითებით, პირადი ნომრის და დაბადების თარიღის მითითებით ან მიმღები პირის საბანკო ბარათის 16-ნიშნა კოდის მითითებით. ამ სერვისს ორი დიდი უპირატესობა აქვს - თანხის გადასარიცხად არ დაგჭირდებათ ბანკისგან რეკვიზიტების მიღება და თანხას ძალიან იოლად გადარიცხავთ და ასევე, თანხას მიმღები პირი სულ რამდენიმე წუთში მიიღებს. გახსოვდეთ, რომ თიბისი ფეი მომენტალური გადახდების პლატფორმაა. აქ ყველა ტრანზაქცია სწრაფად და მარტივად სრულდება,  უქმეებისა თუ დასვენების დღეების მიუხედავად.
  • მოითხოვეთ თანხა მეგობრებისგან თუ ფულს  საერთო საქმისთვის აგროვებთ და აირიდეთ თავიდან უხერხულობის მომენტები. თანხის მოთხოვნის სერვისი  განსაკუთრებულად გამოსადეგია იმ დროს, როცა  ლანჩის თანხას იყოფთ, მეგობრისთვის ერთობლივ საჩუქარს იძენთ ან ნებისმიერ სხვა დროს, როცა საქმე თანხის განაწილებას ეხება და ყველა მხარეს არ აქვს ხელზე საჭირო თანხა.  გაუგზავნეთ ყველა მონაწილე პირს თანხის მოთხოვნის შესახებ შეტყობინება თიბისი ფეის აპლიკაციიდან და დაელოდეთ მათგან თანხის დარიცხვას. იმ შემთხვევაში თუ ჩაირცხვა დაიგვიანებს, შეგიძლიათ შეხსენების ფუნქციითაც ისარგებლოთ და შეტყობინება ხელახლა გაუგზავნოთ.
  • თიბისი ფეის დახმარებით შეავსეთ ბალანსი ისეთ უცხოურ სერვისებზე როგორიცაა App Store, Itunes, Google Play, Playstation store  - შეიძინეთ ვირტუალური სასაჩუქრე ბარათები თიბისი ფეიზე და გაანაღდეთ Redeem code-ის დახმარებით. ნუ შეიზღუდებით ფასიანი სერვისების მიუწვდომლობის გამო - თიბისი ფეიზე ყველაფერი ხელმისაწვდომია.

რისი გადახდა გსურთ? თიბისი ფეიზე მართლაც ყველაფერს ნახავთ, რაც დისტანციურ გადახდებს უკავშირდება. ამავე დროს, არ დაივიწყოთ უმთავრესი წესი - ინტერნეტ-გადახდების უსაფრთხოება. თიბისი ფეი სანდო და დაცული ადგილია თქვენი ფინანსური ტრანზაქციების განსახორციელებლად. ამ სივრცეში თქვენს პერსონალურ და საბანკო მონაცემებს საფრთხე არ ემუქრება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა