|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედო" სტუმრად "ორდაბასთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

ქუთაისურმა კლუბმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები წაგებით დაიწყო. "ტორპედო" სტუმრად "ორდაბასთან" მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

გოლი მეორე ტურში გავიდა. თამაში ყაზახეთში გაიმართა. საპასუხო შეხვედრა 18 ივლისს თბილისში გაიმართება.

შეგახსენებთ, ფინანსური პრობლემების გამო გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელები წავიდნენ და კახა ჩხეტიანის გუნდის ხელახალი ჩმოყალიბება მოუხდა.

ტორპედოს შემადგენლობა ასეთია: როინ კვასხვაძე, ვაჟა ტაბატაძე, ვახტანგ ნებიერიძე, ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ფონიავა (ცოტნე მოსიაშვილი 86), მათე ცინცაძე, ცოტნე ნადარია, თემურ ჩოგაძე (ოთარ კობახიძე 68), ზაზა ციცქიშვილი, თორნიკა კაპანაძე (თამაზ ცეცხლაძე 76)

ავტორი: ნიუპრესი