|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 7 აპრილიდან გაძვირდება

ქუთაისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით ძვირდება. სატრანსპორტო მგზავრობის გაზრდილი ტარიფი 7 აპრილიდან ამოქმედდება.
აღნიშნული საკითხი საკრებულოს სხდომაზე გაიხილეს. ქალაქის მერის თქმით, ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური ცვლილება.
"სოციალურად დაუცველების შეღავათს 300 000 ლარი ჭირდებიდა, ამიტომ წელს მათთვის არსებულ ტარითის შენარჩუნებას გადამზიდები უზრუნველყოფენ, მომავალ ბიუჯეტში კი ამ თანხას მერია განსზღვრავს. 12 500 სოციალურად დაუცველს ტარიფი არ გაეზრდება"-განაცხადა შოთა მურღულიამ.
სხდომაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ რვა წლამდე ბავშვები არ გადაიხდიან მგზავრობის საფასურს. აქამდე ეს შეღავათი 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მოქმედებდა.
მერის განცხადებით, ღირებულების გაზრდის პარალელურად გაკონტროლდება გრაფიკის შესრულება და ტრანსპორტში.
საკითხი სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. ტრანსპორტის საფასურის გფაზრდის გადაწყვეტილებას მხარი ნატო ქათამაძემ და სამსონ გუგავამ(ლეიბორისტი) არ დაუჭირა. გია უკლებამ(ნაციონალური მოძრაობა) კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

შეგახსენებთ, ტრანსპორტის საფასურის გაძვირებას წინ ორდღიანი მძღოლების გაფიცვა უძღვოდა, რის შემდეგაც ქალაქის თვითმმართველობის ხელმძღვანელები აცხადებდნენ, რომ ტრანსპორტზე საფასურის გაზრდა არ მოხდებოდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა