|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილების ხუთეულში იმერეთის ორი ძეგლი მოხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე, მიუხედავად ქვეყანაში ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემისა, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია.

სამინისტროს ინფორმაციით,  8 თვის მონაცემებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა და 889 321 შეადგინა.

ტერიტორიებს თანაბარი რაოდენობის ქართველი და უცხოელი ვიზიტორები ესტუმრნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით.

პირველ 8 თვეში, ყველაზე მეტი ვიზიტორი ხუთ ადგილს ესტუმრა. ამათაგნ ორი იმერეთშია. ხუთეულში მოხვდა  პრომეთეს მღვიმე და  ოკაცეს კანიონი. სიაში არიან მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი და თბილისის ეროვნული პარკი.

2019 წლის 8 თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 7 836 484 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო წლებში ტერიტორიების განვითარებისთვის 20 მილიონი ლარია დახარჯული.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას აქტიურად განაგრძობს. მიმდინარე წელს, ვიზიტორებისთვის ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლი გაიხსნა, სადაც ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო და ვიზიტორთა ცენტრი აშენდა. ბუნების ძეგლი კი ვიზიტორებს მაისის თვიდან მასპინძლობს და 4 თვეში მას 16 000 ადამიანი ესტუმრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა