|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.  საგარეო უწყება განმარტავს, რომ თურქეთში, ათათურქის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00.

შეგახსენებთ, გუშინ, საღამოს 22:15 საათზე, ათათურქის სახელობის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა, რასაც ბოლო მონაცემებით,   სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. 

თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

მეგობრებთან დაკავშირების სისტემა დააყენა სოციალურმა ქსელმა "ფეისბუკმაც."

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა