|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითმმართველობა, დასაქმება და ნარკოპოლიტიკა-დისკუსია ქუთაისში

თვითმმართველობის, ახალგაზრდების დასაქმებისა  და  ნარკოპოლიტიკის პრობლემებზე იმსჯელეს ქუთაისში. არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიბერალური ხაზის", "შვედეთის საერთაშორისო ლიბერალური ცენტრის" (SILC) და რესპუბლიკური პარტიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ქუთაისში დისკუსია გაიმართა. პროექტი სამ ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს და ესენია, ორდონიანი თვითმმართველობა, ნარკოპოლიტიკა და  დასაქმების პრობლემა ახალგაზრდებში.
აღნიშნულ თემებზე "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებმა  და მოწვეულმა ექსპერტებმა  სტუმრებს საკუთარი ხედვა გააცნეს. "რესპუბლიკური პარტიის" წევრებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც ამ თემების ირგვლივ არსებობს.

"შეხვედრები პერმანენტულად იმართება სხვადსხვა რეგიონში, "რესპუბლიკური პარტია" წარადგენს დოკუმენტებს იმ ხედვებთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში არსებობს და ძალიან დიდი გამოწვევა არის. ეს არის თვითმმართველობის საკითხი, იმ დროს, როდესაც ხდება თვითმმართველობის შეზღუდვა, ჩვენ ვთავაზობთ ორდონიან თვითმმართველობას და დეცენტრალიზაციას. მეორე არის ახალგაზრდების დასაქმება, სტაჟირება, რომელიც საქართველოში სამართლებრივად არის დელეგულირებული, რაც იწვევს პრობლემებს. მესამე ეხება ნარკოპოლიტიკას, ჩვენეულ ლიბერალურ პოლიტიკას გავაცნობთ საზოგადოებას და ნაცვლად რეპრესიულისა წარვადგენთ ჰუმანურ პოლიტიკას"-განაცხადა "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნული კომიტეტის წევრმა მიხეილ ჩემიამ.

თვითმმართველობის სიძლიერის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი თამარ კორძაიამ.  მისი თქმით, ძირითადი პოსტულატი არის ძლიერი თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია. 

პროექტი საბოლოო  სახეს სექტემბერში მიიღებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა