|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთი არაფერ შუაშია- მეუფე იოანე გამრეკელი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით

ტომოსს გაეცნო ფილარეტი (უკრაინის ეკლესიის პატრიარქი) და გაოგნებულია, ბართლომემ (მსოფლიო პატრიარქმა) მომატყუაო,  იძახის. -აცხადებს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით.
 
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთი არაფერ შუაშია.
 
"ავტოკეფალია ნიშნავს, რომ ეკლესია თვითმმართვადია და მას შეუძლია საზღვარგარეთ სამრევლოსთვის დაარსოს ტაძრები. უკრაინას რა შესთავაზა ბართლომემ? მირონს მე მოგცემ, პრინციპულ საკითხებზე მე მკითხე, საზღვარგარეთ თუ გაქვს ეპარქიები, ჩემი იქნებაო. ეს არის ავტოკეფალია? მეორე, ვის აძლევს ავტოკეფალიას? კანონიკურ ეკლესიას თუ სქიზმატებს? არსებობს რჯულის კანონი, მსოფლიო კრებები, რუსეთი, მოსკოვი რომ არ არსებობდა, მაშინ შედგენილი კანონებია, მეოთხე-მერვე საუკუნეებში, რუსეთი ქრიატიანობას ღებულობს მეათე საუკუნეში, ცნობისათვის და ამ კანონებში პირდაპირ წერია, რომ მღვდელმთავარი, რომელიც სამართლიანად იმსახურებდა სასჯელს და გადაყენებულია მღვდლემსახურებიდან, მას არ აქვს უფლება იმსახუროს.  ფილარეტი გადაყენებული  იყო მსახურებიდან,  მერე განიკვეთა მსოფლიო ეკლესიის მიერ და მან გააგრძელა მღვდელმსახურება. აი, ამ განხეთქილების მოქმედ ჯგუფს ყოველგვარი სინანული გარეშე აძლევენ დამოუკიდებლობას, რომ გააგრძელოს განხეთქილება. კანონიკურ ეკლესიას რას უშვება, ვინც იქ არის, რომელშიც უფრო მეტია მრევლი, იმას რატომ ებრძვი? ეს არის ავტოკეფალია? ამიტომ მსოფლიო ეკლესია დუმს, აცლის, რომ იპოვოს გამოსავალი, ავტოკეფალიის მაგივრად მოხდა სიტუაციის გართულება.  აქ რუსეთი არაფერ შუაშია,  რუსეთს თავის პოლიტიკა კი აქვს, რაც სხვა საკითხია, მაგრამ ის, რაც გაკეთდა, არის უკანონობა საეკლესიო კანონებით, ამიტომ ამ ჩიხიდან გამოსავალი უნდა ვიპოვოთ", -განაცხადა მეუფე იოანე გამრეკელმა.
 
 შეგახსენებთ,  მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიას ტომოსი გადასცა, რითაც ახალი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა. უკრაინის მართლადიდებლური ეკლესია მე-15 ადგილობრივი ეკლესია გახდა. უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი მსოფლიო პატრიარქსა და რუსეთის საპატრიარქოს შორის განხეთქილების მიზეზად იქცა.
 უკრაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა