|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით საზეიმო მზადება მიმდინარეობს

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ. საზეიმო თარიღისთვის მზადება დაწყებულია თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში.

დღეს ღამიდან საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ.

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებიც.

უვიზო მიმოსვლის დეტალები ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განმარტეს საგარეო და ევროინტეგრაციის მინისტრებმა.

“მივაღწიეთ ვიზალიბერალიზაციის შედეგს და ეს არის ახალი შედეგის მომტანი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ახალი შესაძლებლობების მომტანი სტუდენტებისთვის, ხელოვანებისთვის, ბიზნესმენებისთვის და რაც მთავარია, ეს არის უდიდესი პოლიტიკური შედეგი. ეს შესაძლებლობა მოქმედებს ყოველი 180 დღის განმავლობაში 90 დღით, ეს 90 დღე შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სრულად ან 180 დღის განმავლობაში ნებისმიერი პერიოდულობით. მთავარია, რომ ვადა არ იქნეს დარღვეული,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

  ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში გაემგზავრება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა