|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ნამახვანის მიმართულებით ხელებაწეული გადაადგილებას გეგმავენ

ამ დრისათვის ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში იკრიბებიან. რიონის ხეობის მცველების განცხადებით, უწყვეტი პოტესტის მონაწილეები ნამოხვანის მიმართულებით ხელებაწეული აპირებენ გადაადგილებას.

"არ ვაპირებთ პოლიციასთან დაირებას, ხელებაწეული შევეცდებით ნამოხვანისკენ გადაადგილებას"- აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეა ნამოხვანის მიმართულებით გზა გადაკეტილია საპოლიციო ძალების მიერ და პროტესტის მონაწილეებს გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.

ხეობაში მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.

გუშინ ჰესის მოწინააღმდეგეებმა საპროტესტო მსვლელობა ქუთაისში გამართეს და გარკვეული ხნით ავტომობილებით ქუთაისის ცენტრალური მოედნის ბლოკირება მოახდინეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა