|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნანა კოსტავას ინციდენტის გამო ქუთაისის საკრებულოს რეგლამენტი, შესაძლოა, შეიცვალოს

ქუთაისის საკრებულოს  გენდერული თანასწორობის საბჭო საკუთარ დებულებაში ცვლილებების შეტანას გეგმავს. როგორც საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია განმარტავს, ცვლილებების საჭიროება დღის წესრიგში ნანა კოსტავას შემთხვევამ დააწენა. ცვლილებები მსგავსი შემთხვევების პრევენციის უზრუნველყოფას უკავშირდება.  

გარდა ამისა, საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას ინიციატივით, საბჭოს წევრები მომდევნო კვირაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის რეკომენდაციის წერილს მოამზადებენ. რეკომენდაცია გულისხმობს: საკრებულოს რეგლამენტში ცვლილების შეტანას, რომ დაემატოს მუხლი ეთიკის ნორმებისა და ქცევის წესების შესახებ ან შეიქმნას კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკური პირების ქცევის ნორმებს.

"ჩვენ ვალდებულები ვართ, გვქონდეს პრევენციის მექანიზმი და მეტი დაცვის ქმედითი ბერკეტი, რომ მომავალში არ დავდგეთ მსგავსი შედეგების წინაშე, რაც ნანა კოსტავას შემთხვევაში მოხდა. საკრებულოსთან წარსადგენ რეკომენდაციაზე საბჭოს წევრები სპეციალისტებთან ერთად ვიმუშავებთ", -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ნანა კოსტავა გენდერული თანასწორობის საბჭოდან გაუშვეს. ასევე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. გარდა ამისა, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის საკრებულოს წევრს ქუთაისში მედიასაშუალებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა