კონკურსის ფინალში ჟიურიმ 12 გუნდი გადაიყვანა. 12 ფინალისტმა ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულისა და თბილისის სკოლებიდან, დაჯილდოვების დღეს, საკუთარი ინოვაციური გამოგონებები წარადგინა.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე სამი წელია ტარდება. მასში მონაწილეობა მიიღო 227-მა გუნდმა საქართველოს ცხრა რეგიონიდან. 2015 და 2016 წელს, გამარჯვებულმა გუნდებმა, „მულტიკლიმატიზატორი“ (ახალციხე) და „სოლარი“ (თბილისი) მონაწილეობა მიიღეს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში, აშშ-ში. 2017 წელს, სენაკის წმ. ალექსი შუშაინიას გიმნაზიის მერვე კლასელთა გუნდმა "Smart Kids" მონაწილეობა მიიღო NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში.

on.ge