|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანისა და ხონის დეპუტატის მანდატისათვის გივი ჭიჭინაძე იბრძოლებს

როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველი პარტიის სახელით ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში კენჭს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე იყრის.

 
აღნიშნული საკითხი „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა.

წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს "ევროპული საქართველოს" დეპუტატობის კანდიდატს გიგი უგულავას. 

არჩევნებში მონაწილეობისათვის სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთი მონაცემები უკვე დაარეგისტიტეს, თუმცა დეპუტატობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ. ოპოზიციაში მოლაპარაკება საერთო კანდიდატთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

ხონსა და ვანში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა