ვინ არიან ქვიშხეთთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულები?
დღეს ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილები არიან - 33 წლის ბაქარ ბანძელაძე და მისი სამი შვილი - ორი ბიჭი და ერთი გოგონა, ხოლო ბანძელაძის მეუღლე, 30 წლამდე ასაკის ქალი, მძიმე მდგომარეობაში მცხეთის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბანძელაძეების ოჯახი ქუთაისიდანაა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბაქარ ბანძელაძე წლების განმავლობაში საზღვარგარეთ მუშაობდა და საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. ოჯახი ქუთაისში ბრუნდებოდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა.
ავტორი: ნიუპრესი