|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვიწყებთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის და სასარგებლო რეფორმის განხორციელებას"

სახელმწიფოს რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით აქვს სიახლეები და გეგმები, -  განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაციის 2015-2018 წლების თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში გაიმართა.

"რეგიონების განვითარების ჩვენი ხედვა პასუხობს ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის (რეგიონებს შორის უთანაბრობის შემცირება) გამოცდილებას.  როდესაც გლობალურად რეგიონულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რეგიონები ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დედაქალაქი. ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. ეს გულისხმობს ბევრ რამეს, მათ შორის ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიკაციას, ადგილზე არსებული პოტენციალის შესწავლას, გამოყენებას და ეკონომიკური განვითარების წინაპირობად ქცევას. განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მაღალმთიანი რეგიონების  და იქ მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. არსებობს უკვე 266 საწარმო მაღალმთიანი რეგიონის სტატუსით და რაც მთავარია არსებობს ძალიან პოზიტიური ტენდენცია შიდა მიგრაციის პროცესის შედეგად, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დაბრუნების. განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაშია ეს სასიხარულო ტენდენცია შესამჩნევი. ვიწყებთ დეცენტრალიზაციის ძალიან ეფექტური სტრატეგიის და სასარგებლო რეფორმის განხორციელებას, ჩვენი მიზანია გავატაროთ ეფექტური რეფორმ, რომელიც პირველ რიგში ფისკალურ დეცენტრალიზაციას გულისხმობს ჩვენი ამოცანაა ამ თვალსაზრისით მივუახლოვდეთ ევროპულ მინიმუმს -განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

მანვე, მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია თვითმმართველობის როლის ზრდაზე, რეგიონებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის განვითარებისა და  პროფესიული განათლების სტრატეგიაზე, რომელიც ზაზა გაბუნიას თქმით, რეგიონული დაფარვის ვალდებულებას მოიცავს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა