|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვიზეარი ქუთაისში 25-ე ბაზას ხსნის

ავიაკომპანია ვიზეარი, რომელიც არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკკომპანია, დღეს თავის 25-ე ბაზის გახსნას  ქუთაისში აღნიშნავს.

ავიაკომპანიამ მოახდინა თავისი ერთ-ერთი ახალი AirbusA320 ტიპის თვითმფრინავის ბაზირება ქუთაისის აეროპორტში და დამატებით დაიწყო 7 ახალი დაბალტარიფიანი მიმართულებით ოპერირება: ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი) გერმანიაში, ლარნაკა კვიპროსზე, მილანი იტალიაში, სოფია ბულგარეთში და სალონიკი საბერძნეთში. ახალი ავიამიმართულებების ჩათვლით, ვიზეარი თავის მომხმარებელს ახლა უკვე ქვეყნის 11 ავიამიართულებას სთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.  ავიაკომპანია ასევე თავის მგზავრებს სთავაზობს 70 სხვადასხვა მიმართულებას ბუდაპეშტის, კატოვიცეს, სოფიას, ვილნიუსის და ვარშავას ბაზებიდან - რაც ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს იმოგზაუროს მთელს ევროპაში ვიზეარის ყველაზე დაბალი ფასებით.

ვიზეარის პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012 წელს შესრულდა და მას შემდეგ საქართველოს მიმართულებაზე 600,000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა ავიაკომპანიის რეისებით.ვიზეარის ოპერირების დაწყებამ არამარტო ევროპასა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის გამარტივებას, არამედ ადგილობრივი ბაზრის საავიაციო და ტურისტულ სფეროებში დასაქმებას შეუწყო ხელი. 2015 წელს ვიზეარმა ქუთაისის აეროპორტში გადაიყვანა 125,000-ზე მეტი მგზავრი.

 

 

ვიზეარის ახალი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

 

მიმართულება

რეისის დღეები

დაწყების თარიღი

ფასები***

ბერლინი

ორშაბათი, პარასკევი

23 სექტემბერი

24.99 ევრო/64.99 ლარიდან

დორტმუნდი

ოთხშაბათი, კვირა

25 სექტემბერი

14.99 ევრო/39.99 ლარიდან

ლარნაკა

სამშაბათი, შაბათი

24 სექტემბერი

9.99 ევრო/24.99 ლარიდან

მილანი მალპენსა

ოთხშაბათი, კვირა

25 სექტემბერი

14.99 ევრო/39.99 ლარიდან

მიუნხენი მემინგენი

ორშაბათი, პარასკევი

23 სექტემბერი

19.99 ევრო/49.99 ლარიდან

სოფია

სამშაბათი, შაბათი

24 სექტემბერი

9.99 ევრო/24.99 ლარიდან

სალონიკი

სამშაბათი, შაბათი

24 სექტემბერი

14.99 ევრო/39.99 ლარიდან

 

ვიზეარის შესახებ

ვიზეარი არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის ფლოტიც მოიცავს 73 AirbusA320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებისაგან. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 450 მიმართულებით 25 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშიერბს 38 ქვეყანის 127 ქალქს. ვიზეარის გუნდი, რომელიც დაახლოებით 2800 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთების ყველაზე დაბალ ფასებს, რის გამოც ვიზეარი 2016 წლის 31 მარტს დასრულებული ფინანსური წლის მონაცემებით 20 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია.

ავიაკომპანია ვიზეარი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერითდა ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით.

ვიზეარი დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად დააღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ.

ახლახანსწამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების მიერ ავიაკომპანია ვიზეარი დასახელდა 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა