|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წარმატების მისაღწევად ურთიერთთანამშრომლობა აუცილებელია" [R]

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქუთაისის საკრებულოში  მარეხი ნიჟარაძე 26 მაისის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს შეხვდა. საფიჩხიის ოლქის ამომრჩევლებს  მომავალი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო და  ქალაქისა და უბნის სწრაფი განვითარების შესახებ  მათი მოსაზრებები მოისმინა.

,,საფიჩხიის  ოლქის მაჟორიტარობა საკრებულოში არის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო, რადგან თქვენ ისეთ ძლიერ და ყურადღებიან მაჟორიტარს ხართ მიჩვეული, როგორიც არის ნიკოლოზ ლატარია.

გპირდებით მე,  მარეხი ნიჟარაძე,  ვიქნები თქვენს გვერდით ნებისმიერ დროს.  ვეთანხმები ქალაქის მერობის კანდიდატს გიორგი ჭიღვარიას - კაბინეტიდან ქალაქის მართვა შეუძლებელია! ყველანი უნდა გამოვიდეთ გარეთ,  ყველა ოჯახის პრობლემა უნდა ვიცოდეთ, ყველა ქუჩის საჭიროებას გავეცნოთ. დამერწმუნეთ, ერთად ყველაფერს დავძლევთ, თუმცა ჩემი ერთადერთი თხოვნა იქნება-ვითანამშრომლოთ!  წარმატების მისაღწევად  ურთიერთთანამშრომლობა აუცილებელია‘’- მიმართა ამომრჩევლებს საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა საკრებულოში მარეხი ნიჟარაძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა