|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაალ ჩაჩავა "ტორპედოდან" წავიდა?

გავრცელდა ინფორმაცია "ტორპედოდან" ზაალ ჩაჩავას წასვლის შესახებ. ფაქტს ბიზნესმენი არ ადასტურებს. კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ამბავს სოციალური ქსელის საშუალების ეხმაურება.

 "ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩემდა გასაკვირვად, რატომღაც ხმები გავრცელდა, თითქოს კლუბიდან წავედი. მინდა, ამ ხმების პასუხად განვაცხადო, რომ კლუბიდან არსად წავსულვარ და არც ვაპირებ. აქ დიდი გეგმებით მოვედი და კლუბის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ქუთაისელი გულშემატკივარი იმახურებს ისეთი გუნდის ყოლას, რომელიც მუდმივად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს."-ნათქვამია ჩაჩავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბი ქუთაისის "ტორპედო" 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე 100%-იანი წილით, 300 000 ლარად, ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავაზე გასხვისდა. 

ავტორი: ნიუპრესი