|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭავჭავაძის გამზირზე ღია ტიპის ურნების განთავსებას დაპირისპირება მოყვა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე აქცია გაიმართა. სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლის“ თანამშრომლები მიმდებარე ტერიტორიაზე ურნების დადგმას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით, მერიის ინიციატივით, „გრანდ მოლის" გვერდით ათამდე ღია ტიპის ურნა უნდა განთავსდეს.

„ჩვენ არ დავუშვებთ აქ ღია ტიპის ურნების დადგმას. ისედაც გარემოვაჭრეების ნაგვით არის სავსე მიმდებარე ტერიტორია. ურნების განთავსების შემთხვევში ყველა ნაგავი აქ მოიყრის თავს, ზოგი არ ჩაეტევა ურნაში და ნაგავსაყრელად იქცევა აქაურობა“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სამუშაოებს ააიპ „სპეციალური სერვისები“ ასრულებდა.  მათი წარმომადგენლების განცხადებით, ისინი იმ სამუშაოებს ასრულებენ, რაც ხელმძღვანელობამ დაავალა.

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა