|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმაზე მუშაობენ

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.
როგორც ჩიქოვანმა განმარტა, გეგმა შლამსაცავის აშენებას, ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის ჩამოტანას და სხვა საკითხებს მოიცავს. სამუშაო გეგმის დასრულებული ვარიანტის პრეზენტაციას ჩიქოვანი 11 ივნისს გეგმავს.
სამოქმედო გეგმის საბოლოო დამუშავებამდე, შეიქმნა ეკოლოგიის სამსახური, რომელიც ადგილზე არსებულ მდგომარეობას მუდმივად შეისწავლის და ეკოლოგიური პრობლემების დაძლევის გზებს დასახავს. ასევე შეიქმნება ლაბორატორია.

ჩიქოვანის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ზესტაფონში დამტვერიანებაა. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ფეროს შენადნობი ქარხნის დირექტორი იყო, 2003 წელს ფეროს ქარხნის მთელი ფილტრების სისტემა გამოიცვალა და ამან მკვეთრად გააუმჯობესა მდგომარეობა.
რაც შეეხება ჭიათურას, კომპანიის სპეციალური მმართველის განცხადებით, ჭიათურაში ძალიან მძიმე ვითარებაა, რომლის გადასაჭრელადაც სახელმწიფომ აქტიური მუშაობა დაიწყო.
„ქარხანაა საყიდელი, რომელიც 100%-ით გამოასწორებს მდინარეში ჩამდინარე მანგანუმის პრობლემას. ქარხნის მთელი ნარეცხი მდინარეში ჩაედინება, არ არის შლამსაცავი, არის ხმაურის, მტვრის პრობლემა. ეს კატასტროფული მდგომარეობა ჭიათურაში წლებია არსებობს და ძალიან კარგია, რომ სახელმწიფომ ამ პრობლემების მოგვარება დაიწყო. თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, თაობების დაავადებას გამოიწვევს. იმედია, აღნიშნული საკითხი გადაწყდება იმ სამწლიან პერიოდში, რა პერიოდითაც მე დავინიშნე მმართველად. ჩვენ ახლა მოლაპარაკების რეჟიმში ვართ, ვუკვეთავთ ახალ ქარხანას. ასევე საჭიროა რეკულტივაციის სამუშაოები სხვადასხვა კარიერებზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული სამსახური წინა მენეჯმენტს გაუქმებული ჰქონდა და საწარმოოო პროცესი ეკოლოგიური სამსახურის ზედამხედველების გარეშე მიმდინარეობდა.
ახალ მმართველს სასამართლომ სრული წარმომადგენლობითი უფლებები მიანიჭა, თუმცა ნიკოლოზ ჩიქოვანი კომპანიის ძველ მენეჯმენტს და აქციონერებს შეხვდა და მათ „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთობლივი მართვა შესთავაზა.
რაც შეეხება თანამშრომლებს, მათი გათავისუფლება არ მოხდება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა