|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანი მიროტაძე იქნება

ჭიათურაში „ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანი მიროტაძე იქნება. მიროტაძის განცხადებით, ჭიათურაში  ბევრი პრობლემაა, რომელთა გადაჭრაში მონაწილეობა  მისი ვალდებულებაცაა.


„წარმოშობით ჭიათურიდან ვარ, ბევრი რამე მაკავშირებს იმ ქალაქთან. მიუხედავად იმისა, რომ ჭიათურაში დღესდღეობით ბევრი პრობლემაა, მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა - შევაჩეროთ რეგრესი და რაც შეიძლება მალე დაიწყოს პროგრესი. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად, ჩემი ვალდებულებაცაა“, - განაცხადა ანი მიროტაძემ.

შეგახსენებთ, რომ   „ეროვნული ფორუმი“ კოალიციის დატოვების შემდეგ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილოებას  არჩევნებში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა