|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში რეაბილიტირებული სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ჭიათურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების განახლებული შენობა გახსნა.

ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილი, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული და ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.

გიორგი მღებრიშვილმა, სტუმრებთან ერთად, რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და განახლებული ავტოფარეხი დაათვალიერა, მეხანძრე-მაშველებს გაესაუბრა და ახალ სამუშაო გარემოში წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ჭიათურის განახლებულ სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 57 თანამშრომელი იმუშავებს.

”შინაგან საქმეთა სამინისტრო, თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შესაქმნელად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სახანძრო-სამაშველო შენობების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ახორციელებს. მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე შენობის აშენება და ძველი ნაგებობების რეაბილიტაცია იგეგმება.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიურ სამუშაო პირობებსა და საგანგებო სიტუაციების დროს მათი რეაგირების ხარისხს”, - აცხადებენ სამინისტროში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა