|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ

ჭიათურაში შუქრუთის მაღაროში დასაქმებულები კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ შეუსრულებელ დაპირებებს და დაწყებულ სასამართლო დაპირებებს აპროტესტებენ.

ადგილობრივების თქმით, მაღაროს მუშაობის გამო მათ სოფელში პრობლემები შეიქმნა, დაზიანდა სახლები და გზები. მოსახლეობა კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვდა, თუმცა სექტემბერში გაფიცვის გამო კომპანიამ მოსახლეობას სასამართლოში უჩივლა და მათგან ხუთმილონ ნახევარს ლარს ითხოვს.

მაღაროელების თქმით, გაჩერებულია 13 მაღარო და მუშაობა არ განახლდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

"სექტემბერში გავიფიცეთ, მოვითხოვდით კომპენსაციას, დაგვპირდნენ, დაიწყო მოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ. გავიგეთ, რომ კომპანიამ გვიჩივლა და გაცდენილი დღეების გამო ხუთ მილიონ ნახევარ ლარს ითხოვენ. ჩვენ გვაზარალებენ და ნაცვლად კომპენსაციის მოცემისა, ჩვენ გვიჩივიან. სახლები დაგვენგრა, სასაფლაოები ჩავარდა, ახლადაშენებული ეკლესია დაიბზარა, მალე მთელი სოფელი ჩავარდება"-განაცხადეს ადგილობრივებმა.

სოფელ შუქრუთში 280 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მათ კომპანიისგან კომპენსაცია არ მიუღიათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა