|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წიგნები გისოსებს მიღმა"

ქუთაისის მერიაში "წიგნები გისოსებს მიღმა" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.   ნებისმიერ მსურველს  13- 27 ოქტომბერის ჩათვლით  შესაძლებლობა ეძლევა  გაუგზავნოს მსჯავრდებულს მისთვის საყვარელი წიგნი. წიგნზე შეიძლება რაიმე ციტატის, ან ნებისმიერი წარწერის გაკეთება. პროექტის იდეა 19 სექტემბერს გაჩნდა, მაშინ როდესაც #2  პენიტენციაური დაწესებულების ბრალდებულთა ნამუშევრების გამოფენა ოპერისა და ბალეტის თეატრის ფოიეში მოეწყო.

"ამ ინიციატივას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომელთან სურდათ საკუთარი წიგნი გაეგზავთან პატიმრებისათვის. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ აქციისთვის მიგვეცა ფართო სახე და დღეიდან ვიწყებთ აქციას, "წიგნი გისოსებს მიღმა". ნებისმიერ მსურველს ორი კვირის მანძილზე შეუძლია შეაგროვოს წიგნები და 27 ოქტომბერს მერიის შენობაში მოიტანოს.  პირველ სართულზე გაიხსნება სპეციალური პუნქტი, სადაც ახალგაზრდები ჩაიბარებენ წიგნებს, რომლებიც გადაეცემა მსჯავრდებულთა ბიბლიოთეკას",- აღნიშნა ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების უფროსმა თამუნა ნიკოლეიშვილმა.

პროექტი ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების და საქართველოს მოხალისეების მხარდაჭერით ეწყობა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა