|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წინასააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველებისათვის

 წინასააღდგომოდ სასაჩუქრე პაკეტები წყალტუბოში 250 -მდე ბენეფიციარს  დაურიგდა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ მიზნით 10 000 ლარი გამოიყო. აღდგომის დღესასწაულისთვის საჭირო კვერცხი, პასკა, შაქარი, ზეთი, ფქვილი, ქათამი, ტკბილეული, ღვინო სიმბოლურად გადაეცათ სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებს, რომლებიც გამგეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სამსახურის ბაზაში არიან აღრიცხულნი.

 50 ლარამდე ღირებულების სააღდგომო ნობათი გადაეცათ ასევე 18 წლამდე შშმ. პირებს, უდედმამო ობლებს, 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს, სამუმულო ომის მონაწილეებს და მრავალშვილიან ოჯახებს გადასცეს ( რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულა 65 000-ს არ აღემატება).

საჩუქრები გამგებლის წარმომადგენლებმა მთელი დღის მანძილზე სოფლებსა და ქალაქებში პირადად დაარიგეს.
 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს - ბადრი მორჩაძეს და მის შვილებს სააღდგომო ნობათი პირადად გადასცა. შეგახსენებთ, რომ 4 მცირეწლოვან ბავშვს დედა 2 წლის წინ გარდაეცვალათ, არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლი. რამდენიმე თვის წინ გამგებლის ინიციატივით ამ ბავშვებს სახლი შეუძინეს გუმბრის თემში. 

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პირადად მოინახულეს ასევე მრავალშვილიანი დედა   თამარ ვერულაშვილი. მას 4 შვილი ჰყავს, სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, არის უმუშევარი და შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა. ის თავად „სათნოების სახლის“ ბენეფიციარია და ამ პროგრამით შვილების სარგებლობასაც ითხოვს.  მრავალშვილიან დედას დახმარებას დაპირდნენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა