|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალი ქუთაისში (PHOTO)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი ქუთაისში გაიმართა. ამასთან ქალაქის ცენტრში გამოფენილია სამხედრო ტექნიკა.

ქუთაისში გამართულ ღონისძიებას ქუთაისის მერი, იმერეთის ვიცე–გუბერნატორები, თვითმმართველობის წევრები და საქართევლოს  პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე ესწრებოდნენ. მათ საქართველოს საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და ქვეყნის გამთლიანება უსურვეს. 

 დღესვე  ქუთაისის მსგავსად ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა.

თბილისში ფიცის დადების ცერემონიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.

 

 

 

    

     

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა