|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბო და მირგოროდი დამეგობრდებიან

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის  დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდნენ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე, პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია და ქუთაისის მერის მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილი პოლტავის ოლქის გუბერნატორს, ვალერი გოლოვკოს და ქალაქ მირგოროდის მერს, სერგი სოლომახას შეხვდნენ.

როგორც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან "ნიუპრესს" შეატყობინეს,  შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. უახლოეს პერიოდში იმერეთის რეგიონსა და პოლტავის ოლქს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.  ასევე, დამეგობრდება ორი საკურორტო ქალაქი წყალტუბო და მირგოროდი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება პროექტები: საგანმანათლებლო, კულტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. ქართული დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ პოლტავის რეგიონული ქართველთა საძმოს წევრებსა და ქართველ ემიგრანტებს. ასევე, ესტუმრნენ ქართველი საზოგადო მოღვაწის დავით გურამიშვილის ლიტერატურულ–მემორიალურ მუზეუმს და საფლავი გვირგვინით შეამკეს.

ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდნენ პოლტავის უნივერსიტეტში და დაათვალიერეს ქალაქ მირგოროდის საკურორტო ზონაც.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა